logo_geo
3 წესი, რომელიც ნებისმიერი დიეტის ეფექტურობას ზრდის
- +

3 თებერვალი. 2022. 15:23

 

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დიეტის წარმატება დამოკიდებულია ურყევ ნებისყოფასა და წარმოუდგენელ მოტივაციაზე, მაგრამ სინამდვილეში არსებობს ფაქტორების საკმაოდ მნიშვნელოვანი სია, რომლებიც ამ პროცესს აფერხებენ. ასეთია მაგალითად: ასაკი, მეტაბოლური მაჩვენებელი, გენეტიკა და ა.შ. წონის დაკლების ეფექტური საშუალება საკმაოდ ინდივიდუალურია, ზოგისთვის საკმარისია ტკბილეულის შეზღუდვა, ზოგისთვის 16-საათიანი ინტერვალური შიმშილი, ზოგი ცილების დიეტას მიმართავს. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა, რომელშიც ჩამოაყალიბეს სამი უნივერსალური წესი, რომელიც ნებისმიერი დიეტის დროს მაქსიმალურად ზრდის ეფექტურობას.

 

კვლევის შესახებ

 

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 18-50 წლის ასაკის 609 ადამიანი, ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა დაახლოებით ერთნაირი იყო. მათ სურდათ დაედგინათ კავშირი ბიოლოგიურ ფაქტორებსა და სხვადასხვა დიეტას შორის. მონაწილეთა ნახევარი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კეტოგენურ დიეტაზე, დაბალი ნახშირწყლების, ცხიმების, ზომიერი ცილის დიეტაზე. მეორე ნახევარი მიჰყვებოდა უცხიმო, დაბალი ნახშირწყლების დიეტას, აქცენტით ცილაზე. მეცნიერთა ჯგუფი აკვირდებოდა ექსპერიმენტის დინამიკას. შედეგად, მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს სამი წესი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის დიეტის წარმატების გარანტიაა.

 

შეარჩიეთ სწორი საკვები

 

დიეტის დროს საყვარელი მაღალკალორიული პროდუქტების ეფექტურად ჩანაცვლება შეგიძლიათ. აქცენტი გააკეთეთ ნატურალურ, მაღალხარისხიან საკვებზე: თევზი, ბოსტნეული, უშაქრო ხილი, მცენარეული ზეთი. მაგალითად, კეტო დიეტის დროს უფრო ჯანსაღია ავოკადოს ჭამა, ვიდრე ყველის, რადგან პირველ შემთხვევაში მეტ ვიტამინს მიიღებთ.

 

მოერიდეთ თეთრი ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტებს

 

თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები მიზანს გაშორებთ. უმჯობესია, გამოიყენოთ ნუშის ფქვილი ან მთლიანი მარცვლისგან დამზადებული პური.

 

დიეტა ბოსტნეულზე განსაკუთრებული აქცენტით

 

ბოსტნეული შეიცავს მინიმალურ კალორიებს და მაქსიმალურ ვიტამინებსა და მინერალებს. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სისავსის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში და თავიდან აიცილოთ „მავნე“ საკვებისკენ მიდრეკილება.

 

 

big_banner
არქივი