logo_geo
რა უნდა დავამატოთ ყავას შაქრის ნაცვლად, რომ სიტკბოც შევინარჩუნოთ და ნაკლები კალორია მივიღოთ?
- +

4 თებერვალი. 2022. 11:45

 

 

ჯანსაღი კვების დროს ყავაში შაქრისა და რძის დამატება არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, თეთრი შაქარი ძალიან კალორიულია და წონაში საგრძნობლად მატებას იწვევს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც უშაქრო ყავას ვერ მიირთმევენ. ამიტომაც, გეტყვით. რითი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ის, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ:

 

ქოქოსის შაქარი

 

ქოქოსის შაქარი აქტიურად გამოიყენება უშაქრო დესერტებისა და სხვა საკვები პროდუქტების წარმოებაში. ეს არის ერთ-ერთი იმ იშვიათი შემთხვევებიდან, მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი რომ არაა და ქოქოსის შაქარი რეალურადაა თეთრი შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა. ეს დამატკბობელი მოჭრილი ყვავილის კვირტების წვენისგან მზადდება, რომლებიც ქოქოსის ხეებზე იზრდება. ის შეიცავს ვიტამინებს B1, B2, B3 და B6, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესის წინააღმდეგ ბრძოლას და ენერგიულობას, ასევე ცხიმოვან მჟავებს, კერძოდ, როგორიცაა გლუტამინის მჟავა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მეტაბოლური ფუნქციების გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, ქოქოსის შაქარს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იწვევს სისხლში გლუკოზის მკვეთრ ზრდას.

 

ნეკერჩხლის სიროფი

 

ნეკერჩხლის სიროფი არა მხოლოდ კარგია ბლინებსა და ვაფლზე მოსასხმელად, არამედ ყავაშიც შეგიძლიათ ტკბილი გემოსთვის დაამატოთ. რა თქმა უნდა, მას აქვს ბევრი კალორია და შაქარი, მაგრამ მცირე რაოდენობით შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის. სიროფი მდიდარია თუთიით და მაგნიუმით და ქოქოსის შაქრის მსგავსად, დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა.

 

თაფლი

ჩვეულებრივი თეთრი შაქრის მსგავსად, თაფლი იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას, რაც ზრდის შიმშილს და, გრძელვადიან პერსპექტივაში, იწვევს წონის მატებას და ქრონიკულ დაავადებებს. მაგრამ ყველა ეს უსიამოვნო შედეგი ემუქრება მხოლოდ მათ, ვინც თაფლს უკონტროლოდ იყენებს. თუ არ გამოიყენებთ დღეში 1-2 ჩაის კოვზზე მეტს, თქვენს სხეულს ზიანი არ ემუქრება. ბუნებრივი თაფლი არის ანტიოქსიდანტების - ფენოლის მჟავისა და ფლავონოიდების წყარო. ისინი უზრუნველყოფენ უჯრედების საიმედო დაცვას თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას და ხელს უშლიან დაბერების პროცესს. ნატურალურ თაფლში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს შეუძლია დადებითად იმოქმედოს გულის ჯანმრთელობაზე. თუმცა, თაფლი გაცხელებისას ყველა ამ თვისებას კარგავს, ამიტომ ყავასთან ერთად, პარალელურად უნდა მიირთვათ და ცხელ სასმელში არ უნდა შეურიოთ.

 

 

big_banner
არქივი