logo_geo
რატომ არის მნიშვნელოვანი შესვენებაზე სადილობა?
- +

4 თებერვალი. 2022. 18:28

 

 

დატვირთული სამუშაო რეჟიმი ბევრს სასადილო შესვენებაზე უარს ათქმევინებს. 20%-ზე ნაკლები ადამიანი გადის რეგულარულად სასადილოდ, ხოლო 39% სამუშაო ადგილზე სადილობს. თუმცა, მეცნიერების აზრით, შესვენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ადამიანს დასახული ამოცანების გადაწყვეტაში. საჭმელი კვებავს ტვინს, რომელსაც სტაბილურად ესაჭიროება ენერგიის მიწოდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია სადილად ნახშირწყლებით, ცილებითა და ცხიმებით დაბალანსებული კერძების მიღება.

 

ნახშირწყლები - ტვინისთვის ძირითადი საწვავია. ცხიმები და ცილებიც ასევე ემსახურება გარკვეული ფუნქციების შესრულებას. იდეალური სადილის მენიუში სასურველია იყოს: ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი, პარკოსნები, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი ან ავოკადო.

 

სამუშაოს ხარისხის ასამაღლებლად, ძალიან სასარგებლოა შესვენებაზე სადილად გასვლა. ტვინისთვის აუცილებელია დროებითი განტვირთვა ან ყურადღების გადატანა. სამუშაო მაგიდასთან ძალების აღდგენა ნაკლებად შესაძლებელია. შესვენების დროს, შესაძლებელია კოლეგებთან მნიშვნელოვანი სოციალური კავშირების დამყარება

 

 

big_banner
არქივი