logo_geo
მალე ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის შესახებ ფილმს ვიხილავთ
- +

8 თებერვალი. 2022. 18:24

 

 

როგორც ცნობილია, „ბოჰემური რაფსოდიის“ პროდიუსერი გრეჰემ კინგი მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობას იწყებს. ამ დრომდე უცნობია ყველაზე მნიშვნელოვანი - ვინ შეასრულებს ჯექსონის როლს. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ მსახიობს, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა დაეკისრება, წინ დიდი კრიტიკის ქარცეცხლი ელის... როგორც ჩვენთან იტყვიან, ეს როლი მას ან ააშენებს ან პირიქით... ასე რომ, წინ დიდი მოლოდინია. „Michael“ ეცდება კიდევ უფრო კარგად გააცნოს მაყურებელს რთული ადამიანი, რომელიც პოპის მეფე გახდა. ფილმში ჯექსონის არაერთი საკულტო კონცერტისა და წარმოდგენის ჩვენებას ვგეგმავ“, – ამბობს პროდიუსერი.

 

 

2018 წელს ფრედი მერკურისა და ჯგუფ „Queen“-ის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი „ბოჰემური რაფსოდია“ გამოვიდა. კინგი ერთ-ერთი პროდიუსერი იყო. სურათმა როგორც კრიტიკოსთა, ისე მაყურებელთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და პროდიუსერს „ოსკარის“ კიდევ ერთი ნომინაცია მოუტანა.

 

 

big_banner
არქივი