logo_geo
ტუტე დიეტა - წონაში კლების მარტივი გზა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ვარსკვლავები
- +

17 თებერვალი. 2022. 12:57

 

მსოფლიოში უამრავი დიეტაა გავრცელებული. ბევრი მათგანი ეფექტურია, ბევრი კი მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან ინდივიდუალურია და ის, რაც ერთი ადამიანისთვის კარგად მუშაობს, შესაძლოა მეორესთვის სულაც არ იყოს შედეგიანი. თუმცა, ე.წ. ტუტე დიეტას ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიმართა. ის არა მარტო ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, არამედ კარგი განწყობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

 

გვინეტ პელტროუ არ მალავს, რომ მისი დიეტა 80%-ით ტუტეა. კირსტენ დანსტი ასევე ღიად აფიქსირებს ტუტე დიეტაზე ყოფნას. ჯენიფერ ენისტონი ტუტე კოქტეილს ყოველ დღე მიირთმევს, ხოლო მირანდა კერი მხოლოდ სპეციალური ტუტე ფილტრით გაწმენდილ წყალს სვამს.

 

დადასტურებულია, რომ ბოლო დროს Ph-ის დონე თანამედროვე ადამიანის სხეულში ნელა, მაგრამ აუცილებლად ეცემა. შედეგი კი მომატებული მჟავიანობაა. ის ასევე გამოწვეულია უმოძრაო ცხოვრების წესით და არასწორი კვებით. რომ აღარაფერი ვთქვათ სტრესზე, რომელიც ორგანიზმის მჟავიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. იმის გაცნობიერებით, რომ ემოციურ გადატვირთვას ვერ გავექცევით, დიეტოლოგები გვთავაზობენ დიეტის დაცვას, რომელიც Ph-ის დონეს ზრდის.

 

რა არის ტუტე დიეტის არსი?

 

დიეტის მთავარი არსი არის, დავყოთ პროდუქტები ტუტე და მჟავაწარმომქმნელ საკვებად. მჟავა "რისკის ჯგუფში" შედის - ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, კარაქი, შაქარი, მარილი, ჩაი, ყავა, მარცვლეული და ლობიო, თხილი და ალკოჰოლი. ტუტე საკვებში შედის ხილი, კენკრა, მწვანილი, სოკო. იდეალურ შემთხვევაში, ტუტე პროდუქტები დიეტაში მინიმუმ 70% უნდა იყოს. ამის შემდეგ კი, როგორც რობერტ იანგი, დიეტის ავტორი ამბობს, კანი დაიწყებს ბზინვარებას, თქვენი მუცელი კი სულ უფრო ბრტყელი გახდება.

 

 

ტუტე „სუპერ საკვებს“ მიეკუთვნება საზამთრო, ნესვი, ავოკადო, სატაცური, ზღვის მცენარეები, ქიშმიში, სტაფილო და ნიორი, რომლებიც რეკომენდებულია რაც შეიძლება ხშირად მიირთვათ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტემპერატურის რეგულირება. მაგალითად, ყველაზე სასარგებლო ისპანახი ჩაშუშვის შემდეგ მჟავაწარმომქმნელი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უმი უნდა მიირთვათ.

 

დიეტოლოგები არ გვირჩევენ რაციონიდან პურის მთლიანად გამორიცხვას და ამბობენ, რომ კვირაში 3-ჯერ მივიღოთ. კვირაში არაუმეტეს სამი-ოთხჯერ შეგიძლიათ მიირთვათ თევზი, ან შეცვალოთ იგი საქონლის, ხბოს, ქათმის ან ინდაურის უცხიმო ხორცით, თქვენი განწყობის შესაბამისად. და კიდევ, ლიმონი! მჟავე ხილი შესანიშნავად ახერხებს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას, ასუფთავებს ღვიძლს და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

 

 

big_banner
არქივი