logo_geo
ობსერვატორიამ IXPE დედამიწაზე პირველი ფოტო გამოგზავნა
- +

18 თებერვალი. 2022. 01:49

 

NASA-ს ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ IXPE დედამიწაზე პირველ ფოტო გამოგზავნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ფოტოზე კასიოპეა ა არის გამოსახული - ობიექტი, რომელიც მე-17 საუკუნეში აფეთქებული ვარსკვლავი ნარჩენებისგან შედგება.

 

„აფეთქების ტალღამ გაზი მაღალ ტემპერატურამდე გააცხელა და კოსმოსური სხივების ნაწილაკები ააჩქარა, რის შედეგადაც რენტგენულ სინათლეში მნათობი ღრუბელი შეიქმნა. სხვა ტელესკოპები „კასიოპეას“ უკვე იკვლევდნენ, მაგრამ IXPE შესაძლებლობას მოგვცეს სხვა კუთხით შევისწავლოთ ის“, - განმარტავენ NASA-ში.

 

IXPE კოსმოსში 2021 წლის 9 დეკემბერს გაუშვეს. მისი ამოცანა რენტგენული სხივების წყაროების პოვნა. მიღებული ინფორმაცია მეცნიერებს შავი ხვრელების, პულსარების, კვაზარებსა და ნეიტრონული ვარსკვლავების შესწავლაში უნდა დაეხმაროს.

 

 

big_banner
არქივი