logo_geo
22 თებერვალი - ჯადოსნური თარიღი: რას ნიშნავს ეს ნუმეროლოგიაში და რა ცვლილებებს მოგიტანთ?
- +

18 თებერვალი. 2022. 12:41

 

 

22/02/2022 პალინდრომის თარიღია, ანუ ის, რისი წაკითხვაც შესაძლებელია ორივე მიმართულებით. ასეთი თარიღები არც თუ ისე ხშირია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. მოდი, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ეს დღე ასე მნიშვნელოვანი.

 

2022 წლის 22 თებერვალი მნიშვნელოვანი ცვლილებების თარიღია. ეს უნივერსალური ენერგია გვაიძულებს, ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ და რაღაცები გადავაფასოთ. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ამ თარიღს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე. მოვა ერთობლივი საქმიანობის მიზნის გაცნობიერების ეტაპი და გადაწყვეტთ, რამდენად გიღირთ ან შეგიძლიათ თუ არა, მიიღოთ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ხართ. მრავალი ურთიერთობისთვის ეს თარიღი იქნება გასაღები იმის გასაგებად, თუ რა გაერთიანებთ და მზად ხართ თუ არა, ერთად განაგრძოთ ცხოვრება. ან მიხვდებით, რომ ზედმეტად განსხვავებულები ხართ და ვერ შეძლებთ ერთმანეთს გაუგოთ, გაუმხილოთ ყველა საიდუმლო. ეს არის 2022 წლის მთავარი გაკვეთილი.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, არ შეგეშინდეთ იმის აღიარების, რომ შეცდით და ასევე შეგეძლოთ აპატიოთ შეცდომები პარტნიორსაც. ეს თარიღი საქმიანი ურთიერთობებისთვის, კონტრაქტების გაფორმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებულია.

 

არ არის გამორიცხული კონფლიქტები, უთანხმოებები, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, მკვეთრი ზომების მიღებამდე, კარგად უნდა იფიქროთ იმაზე, ნამდვილად გსურთ თუ არა ცვლილებები, რადგან მოგვიანებით შეიძლება ინანოთ. მით უმეტეს, თუ ადამიანი, ვისთანაც შეწყვეტთ ურთიერთობას, თქვენი ნათესავი ან ახლო მეგობარია.

 

ამ თარიღის ენერგია თქვენს გონებაში ნამდვილ რევოლუციას, გადატრიალებას გამოიწვევს. დაიწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ რა არ გამოგივიდათ და რატომ, რამდენად სწორ ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა, არის თუ არა თქვენი ადგილი იმ სამსახურში, სადაც მუშაობთ.

 

ასევე, ეს თარიღი გარდაუვალი ცვლილებების სიმბოლოა, ფინანსური თვალსაზრისით. ის კოლაფსს იწვევს, რაც წინაპირობას გაძლევთ, ახალი ტიპის ფინანსური შესაძლებლობები მოძებნოთ და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენოთ.

 

 

big_banner
არქივი