logo_geo
6 სუპერპროდუქტი ბზინვარე და ჯანსაღი კანისთვის - ის, რაც აუცილებლად უნდა შეიტანოთ რაციონში
- +

18 თებერვალი. 2022. 14:02

 

 

ყველამ ვიცით ძველი აქსიომა: „სილამაზე იწყება შიგნიდან“ და კანის შემთხვევაში ეს 100%-ით მართალია. რასაც ვჭამთ, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს გარეგნობაზე. ჯანსაღი კვება, რომელიც სავსეა ჯანსაღი ცხიმებით, ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით, კოლაგენით და ამინომჟავებით, ჰაილაითერის საჭიროებას გამორიცხავს. წარმოგიდგენთ ექვს სუპერპროდუქტს, რომლებიც მოგაშორებთ დაღლილობას, შეშუპებასა და ნაოჭებს სახიდან.

 

ავოკადო

ავოკადოში დიდი რაოდენობითაა ომეგა-9, რაც უნარჩუნებს კანს ელასტიურობასა და ბზინვარებას, ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას და ამცირებს სიწითლესა და გამონაყარს. ავოკადო ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტური კაროტინოიდებით, რომლებიც ინარჩუნებენ წყალს კანში და ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, დაბერების მთავარ მტრებს.

 

ორაგული

ზოგადად, ცხიმიანი თევზი, კერძოდ, ორაგული სავსეა ომეგა -3-ით, კიდევ ერთი კარგი ცხიმი, რომელიც საოცრებებს ახდენს ჩვენი კანისთვის. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები იცავს კანს მზის დაზიანებისგან, ხელს უწყობს უკვე დაზიანებული კანის აღდგენასა და დატენიანებას.

 

მოცვი

ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და მათი მიღების უმარტივესი გზაა მოცვის დამატებაა თქვენს რაციონში. ეს კენკრა ასევე მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დონის ნორმალიზებას და ძალიან სასარგებლოა სახის ბუნებრივად გასაწმენდად, განსაკუთრებით აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

 

 

ძვლის ბულიონი

ძვლის ბულიონი არის კოლაგენის, ისეთი მინერალების, როგორებიცაა, კალციუმი, მაგნიუმი და ამინომჟავები, ძირითადი საცავი. როდესაც ძვლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხარშავთ, მათში არსებული კოლაგენი იქცევა ჟელატინად, რომელიც მიღებისას კანს უნარჩუნებს სიმკვრივეს, ხდება უფრო გლუვი და ელასტიური.

 

ლიმონი

 

ლიმონი წარმოუდგენლად კარგია კანისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიცავს C ვიტამინს, რომელსაც შეუძლია თავისუფალი რადიკალების განეიტრალება და გვეხმარება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაში. ასევე, მასში შემავალი მინერალები ხელს უწყობს სისხლის ალკალიზაციას და სხეულის pH-ის დაბალანსებას. როდესაც ორგანიზმის pH ნორმის ფარგლებში არ არის, კანი ხდება ჰიპერმგრძნობიარე, მშრალი და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი, ამიტომ ოპტიმალური pH ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

 

კურკუმა

 

კურკუმას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მოკლევადიან პერიოდში ებრძვის შეშუპებას და კანის დაღლილობას, გრძელვადიან პერსპექტივაში ებრძვის ნაოჭებს და ზოგად დაბერებას. ხმელი ან ახალი კურკუმას ჭამა ასევე გათავისუფლებთ კანის უფრო სერიოზული ანთებითი პრობლემებისგან, როგორიცაა ეგზემა და როზაცეა.

 

 

big_banner
არქივი