logo_geo
„VICTORIA'S SECRET“-ს პირველად ჰყავს დაუნის სინდრომის მქონე მოდელი
- +

21 თებერვალი. 2022. 17:57

 

 

24 წლის სოფია ჟირაუ პირველი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი გახდა, რომელიც „Victoria's Secret“-ის კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს.

 

ქალის თეთრეულის ბრენდის კამპანიაში, რომელსაც „Love Cloud Collection“ ჰქვია, მონაწილეობას 18 ქალი იღებს, მათ შორის პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოდელები არიან.

 

„ამაზე ვოცნებობდი, ამისთვის ვმუშაობდი და ოცნება ამიხდა. როგორც იქნა, შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დიდი საიდუმლო. მე ვარ დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელი, რომელიც „Victoria's Secret“-ისთვის იმუშავებს“, -წერს სოფია ჟირაუ.

 

 

შეგახსენებთ რომ 2019 წელს ცნობილი გახდა რომ შემცირებული სატელევიზიო რეიტინგისა და გაზრდილი კრიტიკის ფონზე თეთრეულის ბრენდმა „Victoria's Secret“ ყოველწლიურ ანგელოზების შოუ გააუქმა რადგან მათ გარშემო რადიკალურად დამძიმდა მდგომარეობა, მოდელები საჯაროდ საუბრობდნენ არაადამიანურ პირობებზე.

 

რებრენდინგიდან გამომდინარე, კომპანიაში ცვლილებების დრო დადგა, რადგან მათი შელახული რეპუტაცია აღდგენა სურთ.

 

ამასთანავე კრიტიკოსებმა „VICTORIA'S SECRET“-ს სექსისტური, მოძველებული და ერთფეროვანი უწოდეს, რადგან ბრენდი მხოლოდ ანგელოზების მსგავს გოგონებს ანიჭებდა უპირატესობას და აკნინდებდა ყველა დანარჩენს. მათ არასდროს გამოუყვანიათ შოუზე თუნდაც ფერადკანიანი მოდელი.

 

ამასთანავე, ბრენდის ყოფილი გენერალური დირექტორი, ედ რაზეკი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა „Vogue“-ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, რომელშიც განაცხადა, რომ შოუში ტრანსგენდერი მოდელები არ უნდა იყვნენ. მოგვიანებით მან კომენტარისთვის ბოდიში მოიხადა და წლის დასაწყისში კომპანია დატოვა.

 

რაც შეეხება „VICTORIA'S SECRET“-ის ყოფილ მოდელებს, არაერთმა მათგანმა ისაუბრა საჯაროდ, რათა სხვებისთვის მიეცათ მაგალითი, რათა იგივე შეცდომები არ გამეორონ.

 

„ჩემი აგენტი წონის დასაკლებლად კოკაინის მოხმარებას მთავაზობდა. როდესაც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ სექსი ხშირად უნდა მქონოდა, რომ წონაში დამეკლო“, - ამბობს „VICTORIA'S SECRET“-ის ყოფილი მოდელი ბრიჯიტ მალკოლმი, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

 

„Victoria's Secret“-ის კიდევ ერთმა ყოფილმა მოდელმა თავის გამოცდილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ წონის შესანარჩუნებლად წარსულში დიდ რისკზე წავიდა და არ სურს, რომ სხვამაც იგივე გაიმეოროს.

 

ერინ ჰეზერტონი, რომელიც ბრენდისთვის 2010-2013 წლებში მუშაობდა, ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან სილამაზის სტანდარტებისა და პერფექციონიზმის მოთხოვნების გამო დიდ ზეწოლას განიცდიდა და სამსახურის დაკარგვის მუდამ ეშინოდა.

 

მოდელი ყვება რომ მან „ანგელოზების დიეტოლოგს“ მიმართა, რომელმაც ჯანმრთელობის შესახებ რჩევების მიცემის ნაცვლად, ამფეტამინის მსგავსი მადის დამაქვეითებელი საშუალება გამოუწერა.

 

„Victoria’s Secret“ 1977 წელს დაფუძნდა, როგორც ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანია. მისი პროდუქციის შეძენა წინასწარი შეკვეთით იყო შესაძლებელი. დროსთან ერთად, ბრენდმა წარმატება მოიპოვა და დიდ ინდუსტრიად იქცა. 1995 წელს მისმა ხელმძღვანელებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ყოველწლიური სანახაობრივი შოუების გამართვა დაიწყეს. ბრენდის სპეციალურ კოლექციას, მუსიკალური გაფორმების თანხლებით, რჩეული მოდელები და ე.წ. ანგელზები წარადგენდნენ. ვიქტორია სეკრეტის შოუ 2000 იანების პოპ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ ჩვენებაზე ახალბედა მოდელის გამოჩენა ნიშნავდა, რომ მას მოდის ინდუსტრიაში და ვარსკვლავურ სამყაროში გზა ხსნილი ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, სუპერმოდელის კარიერაც ელოდა.

 

 

big_banner
არქივი