logo_geo
ტომ ჰოლანდი: დედაჩემმა მსოფლიოს ყველაზე დიდ სტუდიას დაურეკა და უთხრა: გაუშვით ჩემი შვილი ტუალეტში!
- +

22 თებერვალი. 2022. 12:24

 

 

ტომ ჰოლანდმა ახლახან გავრცელებულ ინტერვიუში ისაუბრა, „ადამიანი ობობას“ კადრს მიღმა ისტორიების შესახებს. მაგალითად „სპაიდერმენის“ გულშემატკივრებმა იციან, რომ კოსტიუმს არ აქვს ელვაშესაკრავი, რის გამოც ტუალეტში გასვლა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ტომს მთლიანად უნდა გაეხადა, რაც დიდ დროს მოითხოვდა. ამის გამო 11-საათიანი გადაღებების დროს შესვენებაზეც კი არ გასულა, რადგან როგორც თავად საუბრობს, უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ჯანმრთელი და ძლიერია. ასევე სპაიდერმენის კოსტიუმის თვალების ჭრილიდან წვრილი მილის დახმარებით სვამს წყალს.

 

მარველის სუპერგმირი ადამიანი-ობობა რომ სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ყველამ კარგად ვიცით. როდესაც ტომის დედამ გაიგო კოსტიუმთან დაკავშირებული დისკომფორტის შესახებ, ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი დედა, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება!

 

ერთხელ გადაღების დროს ტომს დედამ დაურეკა და მანაც საკუთარი გასაჭირი გაუმხილა. ორი დღის შემდეგ პროდიუსერმა ტომს ჰკითხა, თირკმელები ხომ არ სტკიოდა. შემდეგ უთხრეს, რომ პროდიუსერებს დედამისმა დაურეკა.

 

„დედაჩემმა მსოფლიოს ყველაზე დიდ სტუდიას დაურეკა და უთხრა: „გაუშვით ჩემი შვილი ტუალეტში!“ - ამბობს მსახიობი.

 

 

big_banner
არქივი