logo_geo
სელმა ჰაიეკი: განმიცხადეს, რომ მექსიკელი ჰოლივუდში მთავარ როლს ვერასდროს მიიღებდა
- +

22 თებერვალი. 2022. 14:28

 

 

სელმა ჰაიეკის ფილმოგრაფიის შემხედვარემ, რთულია, დაიჯერო, რომ ოდესმე ვინმემ მისი დიდი მომავალი ვერ დაინახა. თუმცა, ამის მიზეზი რეალურად, მსახიობის ასაკი და წარმომავლობა იყო.

 

„მითხრეს, რომ ჩემი კარიერა 30 წლის შემდეგ ჩაკვდებოდა. თავდაპირველად ისიც კი განმიცხადეს, რომ მექსიკელი ჰოლივუდში მთავარ როლს ვერასდროს მიიღებდა“, -იხსენებს ჰაიეკი, - „მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი „ამბავია“. მისით ვამაყობ და მინდა, მთელ მსოფლიოს ვუთხრა რამდენჯერ უთქვამთ, რომ ეს არ გამოვიდოდა, ლამის მეც კი დავიჯერე. თუმცა, ვიბრძოლე და გავიმარჯვე“.

 

 

მსახიობმა ასაკის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ არსებობს ასაკი, რომელსაც „გადაცილებული“ ხარ.

 

სელმა ჰაიეკის წარმატებული ფილმების სია გრძელია, როგორც მისი რომანების. მას საკმაოდ კარგი პარტნიორები ჰყავდა. იგი ოთხი წლის განმავლობაში (1999-2003) ხვდებოდა ედვარდ ნორტონს, ხოლო შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში (2003-2004) ჯოშ ლუკასთან ჰქონდა ურთიერთობა.

 

ერთ დროს სელმა ჰაიეკი დაქორწინებას აპირებდა ფრანსუა ანრი პინოსთან, რომლისგანაც 2007 წლის 21 სექტემბერს პირველი შვილი შეეძინა. თუმცა 2008 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა. შვილი სალმას დარჩა. 2009 წლის 23 აპრილს წყვილმა აღადგინა ურთიერთობა და საბოლოოდ სალმა ჰაიეკი და ფრანსუა ანრი პინო დაქორწინდნენ.

 

 

ფრანსუა-ანრი პინო ჰოლდინგ „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ფლობს ბრენდებს „გუჩის“, „ივ სენ ლორანს“, „პუმას“, „ბალენსიაგას“ და სხვებს.

 

 

big_banner
არქივი