logo_geo
ყავა - ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
- +

15 მარტი. 2022. 19:06

 

 

თანამედროვე სამყაროში, ყავის სტანდარტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი ადრე ყავა მიიჩნეოდა მწარე სასმელად, ახლა ყავის მოყვარულები ამბობენ, რომ ყავა არის ხილი და მას ბუნებრივად ახასიათებს მომჟავო, მოტკბო და ხილოვანი გემოები.

 

ყავა როგორც პროდუქტი ძალიან განვითარდა და მას აღარ აქვს მხოლოდ “გამოსაფხიზლებელი” დატვირთვა, ახლა უკვე თითოეულ ჭიქაში ვეძებთ არომატულ გემოებს, რომელიც იკვეთება მსუბუქ, სასიამოვნო სიმჟავეში. ყველა ყავას, აქვს თავისი ისტორია და თავისი ადგილწარმოშობა, ამიტომაც მათ ახასიათებთ, კონკრეტული და ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდუალური გემოები.

 

იმისათვის, რომ უფრო დეტალურად გაგვეგო ყავის მარცვლის დაფქვისა და მისი მომზადების მეთოდების შესახებ ვეწვიეთ Coffee Lab-ს.

 

მსოფლიოს ბაზარზე უფრო და უფრო ვითარდებიან ყავის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ განსაკუთრებული თვისებების მქონე ყავას და მომხმარებლებს სთავაზობენ მას სხვა დას სხვა მომზადების მეთოდებით.

 

 

big_banner
არქივი