logo_geo
„ლეგო“, ზელენსკი და „მოლოტოვის კოქტეილები“
- +

16 მარტი. 2022. 11:32

 

 

LEGO-ს კონსტრუქციიების დამოუკიდებელმა გამყიდველმა „Citizen Brick“-მა შექმნა უკრაინის პრეზიდენტის ფიგურა, ასევე „მოლოტოვის კოქტეილები“ ​​უკრაინის დროშით, უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის ფიგურა 100 დოლარი ღირდა, ხოლო „მოლოტოვის კოქტეილი“ - 10 დოლარი. კომპანიამ განაცხადა, რომ ფიგურები ძალიან სწრაფად გაყიდა.

 

 

„ჩვენ რაც შეიძლება მეტი გავაკეთეთ 24 გიჟურ საათში, CB-ის გუნდმა ეს გააკეთა შაბათ-კვირას. ვიცით, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მათ ყიდვას, მაგრამ დრო არ ჰქონდათ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მაინც განიხილავენ საქველმოქმედო ფონდისთვის პირდაპირი შემოწირულობების გაღებას“, - ნათქვამია კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე.

 

„აუქციონის დროს ჩვენ მოვახერხეთ $16,540 შეგროვება. მთელი თანხა გადაეცა საქველმოქმედო ორგანიზაცია „Direct Relief“-ს, რომელიც სპეციალიზირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევაზე. ორგანიზაცია ამჟამად თანამშრომლობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან“.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ჯარის მხარდასაჭერად და ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკვე გადარიცხულია 11,8 მილიარდ გრივნაზე მეტი.

 

 

big_banner
არქივი