logo_geo
10 საინტერესო ფაქტი უკრაინის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით
- +

16 მარტი. 2022. 17:57

 

 

მართალია, უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო მოექცა, თუმცა ეს ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ისტორიითა და კულტურით აქამდეც გამოირჩეოდა. უკრაინა დიდი ხანია, იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ღირსშესანიშნაობებით ადგილობრივებიც ამაყობენ და რომელსაც ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.

 

სტატიაში უკრაინის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ გცოდნოდა. ეს სტატია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

 

  1. უკრაინა მხოლოდ ევროპაში მდებარე ქვეყნებს შორის ტერიტორიით პირველ ადგილზეა

 

თუ რუსეთის იმ ნაწილს არ გავითვალისწინებთ, რომელიც ევროპაში მდებარეობს, მაშინ უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა ტერიტორიის მიხედვით. უკრაინის ფართობი დიდ ბრიტანეთს თითქმის 3-ჯერ აღემატება.

 

  1. უკრაინაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 7 ძეგლია წარმოდგენილი

 

 

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთაგან ერთ-ერთი კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარია, რომელიც მე-11 საუკუნეში ააგეს.

 

  1. ვიშივანკა უკრაინის ეროვნული სამოსია

 

 

უკრაინელები ყოველწლიურად ვიშივანკას დღეს აღნიშნავენ და ორიგინალურ ეროვნულ სამოსს ირგებენ.

 

  1. ბორშჩი უკრაინული წარმოშობის კერძია

 

 

ბორშჩი, რომელიც საქართველოშიც პოპულარული წვნიანია, უკრაინელებსაც ძალიან უყვართ. უკრაინაში სხვადასხვა სახის ბორშჩს ამზადებენ, რაც ინგრედიენტებზეა დამოკიდებული.

 

  1. პირველი გაზის ნათურა ლვოვში მცხოვრებმა ფარმაცევტებმა გამოიგონეს

 

 

დღეს იმ ადგილს, სადაც ადრე აფთიაქი იყო და ფარმაცევტები მუშაობდნენ, „Gasova L’ampa“ ჰქვია და პატარა კაფე არის გახსნილი.

 

  1. პოპულარული და ცნობილი „სიყვარულის გვირაბი“ უკრაინაში მდებარეობს

 

ე.წ. „სიყვარულის გვირაბი“ უკრაინის სოფელ კლევანში მდებარეობს. „გვირაბში“ რკინიგზა გადის, რომელზეც მატარებლები აქტიურად დადიან.

 

  1. მზესუმზირას წარმოებით უკრაინა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა

 

 

გარდა ამისა, მზესუმზირა უკრაინის ეროვნული ყვავილია. 1996 წელს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ქალაქ პერვომაისკის სარაკეტო ბაზაზე ქვეყნიდან ბირთვული იარაღის გატანის აღსანიშნავად მზესუმზირები დარგეს.

 

  1. უკრაინას „ევროპის პურის კალათას“ ეძახიან

 

 

უკრაინა დღეს მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა, რაც მისი კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით არის განპირობებული.

 

  1. ყველაზე მძიმე თვითმფრინავი An-225 Mriya უკრაინაში შექმნეს

 

 

სამწუხაროდ, უკრაინული An-225 Mriya, რომელიც 1985 წელს შექმნეს, რუსეთთან ომს შეეწირა და ის რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ გაანადგურეს.

 

  1. მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტროსადგური კიევში მდებარეობს

 

 

მეტროსადგური, სახელად Арсенальна, კიევში მდებარეობს და 1960 წელს ააგეს. ის დღემდე მსოფლიოს ყველაზე ღრმა მეტროსადგურია, რომელიც 105,5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

 

 

 

big_banner
არქივი