logo_geo
10 ხრიკი, რომლებიც სახლის დალაგებას გაგიმარტივებთ
- +

16 მარტი. 2022. 23:14

 

 

მარტივი ხრიკების გამოყენებით, შესაძლოა, სახლის დალაგების პროცესი ბევრად უფრო ხანმოკლე და სასიამოვნო პროცესად აქციოთ. ამ ხრიკებით თავიდან აირიდებთ დაღლილობისგან გამოწვეულ ცრემლებსა და ზედმეტად დახარჯულ საათებს, შეძლებთ შეამციროთ დალაგების პროცესი დაახლოებით 30 წუთამდე.

 

დაიწყეთ პურის დაჭრა მისი ქვედა ნაწილიდან. პურის ზედა ნაწილიდან დაჭრის შემთხვევაში, გამოიწვევთ მის დაქუცმაცებას და დიდ არეულობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პური ახალი გამომცხვარია. უბრალოდ ამოაბრუნეთ ის და დაჭერით ბოლოდან.

 

გაზომეთ პროდუქტის მოცულობა თითის გამოყენებით. თუ პროდუქტის საზომი არ გაქვთ, ამაში ზედმეტი ფულის გადახდა საჭირო სულაც არ არის. საჩვენებელი თითის ზედა ნაწილი ზუსტად ერთი ჩაის კოვზის ეკვივალენტურია, ხოლო ცერა თითის ზედა ნაწილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ერთი სუფრის კოვზი.

 

გარეცხეთ ან მოწმინდეთ იატაკი 2 სათლის გამოყენებით. თუ თქვენ გსურთ დააჩქაროთ თქვენთვის არასასიამოვნო პროცესი, რეცხვის ან იატაკის წმენდისას გამოიყენეთ ორი სათლი. აავსეთ ერთი მათგანი სუფთა წყლით და დატოვეთ მეორე ცარიელი. გადაწურეთ დაბინძურებული წყალი მეორე სათლში. ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ რამდენჯერმე მიხვიდეთ ნიჟარასთან და დაკარგოთ დრო წყლის გამოცვლაში.

 

გამოიყენეთ თეთრი ძმარი ლაქების მოსაშორებლად. აავსეთ ჭურჭელი თეთრი ძმრისა და წყლის ერთი და იმავე მოცულობით, დაელოდეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და გაწმინდეთ ცხელი წყლის გამოყენებით. შესაძლოა დაუმატოთ ცოტაოდენი მარილიც.

 

გამოიყენეთ დეოდორანტი მაგიდის სანათებზე. თუ გსურთ, რომ თქვენს ოთახში მთელი ღამის განმავლობაში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს, დაასხით მცირე რაოდენობის სპრეი ნათურაზე. როდესაც თქვენ ნათურას აანთებთ, სპრეი დაიწყებს გაცხელებას და შემდგომში აორთქლებას, რაც დააყენებს სასიამოვნო სუნს დიდი ხნის განმავლობაში.

 

გამოიყენეთ ზეთი ქილაზე ეტიკეტების მოსაშორებლად. ეტიკეტების მოშორება საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი ზეთის და განსაკუთრებით, ქოქოსის ზეთის გამოყენებით. დატოვეთ ქილა ცხელ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩადეთ ზეთში და დაელოდეთ 5-10 წუთით.

 

გამოიყენეთ პლასტმასის ჩხირები ყვავილების ჭკნობის პერიოდის შესამცირებლად. ძირითადად, ყვავილები წყალში რამდენიმე დღეში ჭკნება. ამის საწინააღმდეგოდ ძალიან კარგი საშუალება პლასტმასის საწრუპების გამოყენებაა. მიამაგრეთ ან მიაბით ისინი ყვავილის ღეროებს. ამ გზით თქვენი ყვავილები შეინარჩუნებს პირვანდელ ფორმას უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

 

დაამატეთ დარიჩინი მტვერსასრუტში, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი. თუ თქვენს მტვერსასრუტს არასასიამოვნო სუნი აქვს, დაუმატეთ დაახლოებით ნახევარი კოვზი დარიჩინი მტვრის ტომარაში, ამის შემდეგ კი თქვენი ოთახი დარიჩინის სასიამოვნო სურნელით გაივსება. ამას გარდა, დაცული იქნებით უამრავი ზიანის მომტანი ბაქტერიისაგან.

 

მოხსენით გატეხილი ნათურა კარტოფილის გამოყენებით. იმისთვის, რომ თქვენი ხელები დაზიანებისაგან დაიცვათ, გამოიყენეთ ნათურის ზომის კარტოფილი. გაჭერით იგი შუაში, მოათავსეთ ნათურის დარჩენილ ნაწილში, შემდეგ კი ერთდროულად მოხსენით ნათურა და კარტოფილი.

 

გამოიყენეთ ბავშვის პუდრა ზეთოვანი ლაქების მოსაშორებლად. თუ თქვენს კანზე ლაქებს შეამჩნევთ, მათზე ბავშვის პუდრა მოათავსეთ და ნახევარი საათის განმავლობაში ასე დატოვეთ.

 

 

big_banner
არქივი