logo_geo
საკვები პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
- +

17 მარტი. 2022. 13:50

 

 

დაბერების პროცესის შეჩერება არავის შეუძლია, თუმცა მისი გადავადება სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია. არსებობს დიდი რაოდენობით პროდუქტები და დანამატები, რომლებიც დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, მაგრამ არ უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ მათ. დასაწყისისთვის, დარწმუნდით, რომ მინიმუმ 7 საათის განმავლობაში გძინავთ, სვამთ დაახლოებით 2 ლიტრ წყალს და თქვენი კვების რაციონის 80% ჯანსაღი საკვებისგან შედგება. ასევე, მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოთ მინიმალური ფიზიკური დატვირთვა კვირაში 3-4 ჯერ მაინც. თუ ეს ყველაფერი მოწესრიგებული გაქვთ, მაშინ გეტყვით, კიდევ რა საკვები და დანამატები დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

 

კოლაგენი

ნუტრიციოლოგები ძვლის ბულიონის ჭამას გვირჩევენ. მასში შემავალი ამინომჟავები არა მხოლოდ გახდის თქვენს კანს ელასტიურს, არამედ გააძლიერებს კუნთებსა და შემაერთებელ ქსოვილებს. თუ რაიმე მიზეზით ძვლის ბულიონი არ ჯდება თქვენს დიეტაში, კოლაგენის შეძენა შესაძლებელია დანამატების სახით, თუმცა სპეციალისტთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

 

ომეგა-3

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები აერთიანებს ბევრ სასარგებლო თვისებას: ის ასტიმულირებს ტვინს, ამცირებს რიგი დაავადებების რისკს, აძლიერებს კუნთებს (გულის ჩათვლით) და ამცირებს დაბერების გარეგნულ ნიშნებს. ომეგა -3-ის ერთ-ერთი მთავარი წყარო წითელი თევზია. დაამატეთ ის თქვენს რაციონში და შედეგი არ დააყოვნებს! თუ თევზის კერძების დიდი მოყვარული არ ხართ, მცენარეული ზეთი, გოგრის, სელის და მზესუმზირის თესლი დაგეხმარებათ.

 

 

ანტიოქსიდანტები

სტრესი თქვენი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი მტერია. თეთრი თმის ადრეული გაჩენა, კანის პრობლემები, ორგანიზმის შინაგანი პროცესების მოშლა - ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესის მაღალი დონე. ანტიოქსიდანტები კი მინიმუმამდე ამცირებენ მის ეფექტს სხეულზე. ისინი გვხვდება თითქმის ყველა კენკრაში, ასევე ყავაში, კაკაოსა და კომბოსტოში.

 

თუთია

ძლიერი იმუნიტეტი სილამაზისა და კეთილდღეობის გასაღებია. მრავალი უსიამოვნო შეგრძნების გარდა, ვირუსული დაავადებები იწვევს კანის, ფრჩხილების და თმის პრობლემებს. თუთია არის ის მიკროელემენტი, რომელიც დაგეხმარებათ, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა და თავი მხნედ იგრძნოთ.

 

 

big_banner
არქივი