logo_geo
ბუნკერები, სადაც მთელი ერი დაეტევა - რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად თავშესაფარში დამალვა კატასტროფის შემთხვევაში?
- +

17 მარტი. 2022. 16:02

 

 

შვეიცარიელები — მეტად ფრთხილი და წინდახედული ადამიანები არიან. ისინი სამხედრო ბუნკერებს 1886 წლიდან აშენებენ, განსაკუთრებით აქტიურად, — II მსოფლიო ომის და ასევე, 60–იანებში, „ცივი ომის დროს“.

 

ბოლოს და ბოლოს იმდენი ააშენეს, რომ საფრთხის შემთხვევაში, თავშესაფარში დამალვა შვეიცარიის მთელ მოსახლეობას შეეძლება და ადგილიც დარჩება...

 

„ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, რომელშიც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხვედრა, მრავალბინიანი შენობების მფლობელებს მოეთხოვებათ, ყველა ახალ საცხოვრებელში თავშესაფრების აშენება და აღჭურვა“, – წერია შვეიცარიის ფედერალური კანონის, სამოქალაქო თავდაცვის, 45-ე და 46-ე მუხლებში, რომელიც 1963 წლის 4 ოქტომბერს მიიღეს.

 

 

 

ამიტომ, შენობების უმრავლესობას, რომელიც 60–იანი წლების დასაწყისში და მის შემდეგ არის აშენებული, ბირთვული თავშესაფრებიც აქვს.

 

2006 წ. შვეიცარიულ სახლებში, დაწესებულებებში და საავადმყოფოებში 300 000–მდე თავშესაფარი არის დათვლილი და ამას გარდა, ქვეყანაში 5 100 საზოგადოებრივი თავშესაფარიც არის, რომელიც საფრთხის შემთხვევაში, 9 მილიონამდე ადამიანის დაცვას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 114 %-ს შეადგენს (ამჟამად, შვეიცარიაში 8.6 მილიონია ადამიანი ცხოვრობს).

 

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, არცერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, ის თავდაცვისთვის ყოველთვის მზად არის. ხოლო იმისთვის, რომ გავიაზროთ შვეიცარიის თავდაცვის სტრატეგია, ერთ–ერთი ოფიცრის ცნობილი ციტატა უნდა მოვიშველიოთ: „შვეიცარიას არ ჰყავს არმია, თავად შვეიცარიაა არმია!“ – თქვა მან.

 

 

შვეიცარიის უახლოესი „კონკურენტი“, თავშესაფრების რაოდენობის სიმრავლის მიხედვით, შვედეთი და ფინეთი არიან, 7, 2 და 3, 4 მლნ დაცული ადგილით, რაც ამ ქვეყნების მოსახლეობის, დაახლოებით, 81 და 70%-ს შეესაბამება.

 

 

 

 

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, იქ არსებული სიტუაციის შედარება შვეიცარიასთან არც კი შეიძლება. მაგ., ავსტრიაში, მოსახლეობისთვის დაცული ადგილების რაოდენობა მხოლოდ 30 %–ია. გერმანიაში კი, საერთოდ, – 3 %.

 

ევროპის გარეთ, ბირთვული თავშესაფრები გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, არის სინგაპურში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში. მაგრამ მოსახლეობისთვის დაცული ადგილების რაოდენობა 50%-ს არსად აღემატება.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი