logo_geo
გეშინია, რომ მიგატოვებენ? გეშინია, რომ მარტო დარჩები?
- +

18 მარტი. 2022. 15:36

 

 

ოდესმე გიგრძნია, რომ დაავიწყდი? ოდესმე გიგრძნია, რომ მიგატოვეს? ჩვენს უმეტესობას, დიახ, ეს უგრძვნია. ეს არის, ბავშვობისა და მოზარდობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილება, მაგრამ დაკვირვებიხარ, რომ ზრდასრულ ასაკშიც ასეთივე რთულია ამის გაანალიზება?

 

ალბათ, გიგრძვნია, რომ საკმარის ყურადღებას არ გაქცევენ ან იმას ვერ იღებ, რაც გსურს - ასეთ დროს გვეჩვენება, რომ ყველა სხვა ადამიანი, მეგობრები თუ ოჯახის წევრები, ჩვენზე წინ აყენებენ სამსახურს, პირად ურთიერთობებსა და ყოველდღიურობას.

 

საიდან მოდის ეს გრძნობა?

 

 

ეს ემოცია დაკავშირებულია უარყოფის ან იზოლირებულობის განცდასთან, რომელიც სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში გვიჩნდება - მაგალითად, როცა მეგობარი დაბადების დღეზე არ გვპატიჟებს...

 

ეს გრძნობა, ასევე, შეიძლება გამოწვეული იყოს იმ განცდით, რომ სხვები მეტს აკეთებენ და მეტს აღწევენ, მაგრამ ჩვენ - არა. ხშირად, ეს ემოციები მოდის იმ პოსტებიდან, რომლებსაც სოციალურ მედიაში ვკითხულობთ; ან მიღწევებიდან, რომლებსაც სხვები აზიარებენ - იქნება ეს ეგზოტიკური მოგზაურობა, ახალი სამსახური თუ ახალი ურთიერთობა.

 

მიტოვებულობის განცდა არ არის კონსტრუქციული გამოცდილება. შედეგად, გვიქვეითდება მოტივაცია და გვეწყება შფოთი, რომ საბოლოოდ, მარტო აღმოვჩნდებით.

 

მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ განცდის შესაჩერებლად?

 

 

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე ვგრძნობთ თავს, არის ის, რომ გვიჭირს იმის დაფასება, რაც გვაქვს. უცებ, ზედმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მეგობრების საინტერესო სიახლეებსა თუ მატერიალურ ნივთებს.

 

მადლიერება არის ძლიერი ანტიდოტი, რომელიც ამ საშინელი განცდის დავიწყებაში დაგეხმარება - დააფასე ის, რაც თქვენ გაქვთ და დაფიქრდით, როგორ შეგიძლია ისიამოვნო.

 

ამისთვის, პირველ რიგში დაფიქრდი, აღფრთოვანდებოდი თუ არა, შენი ცხოვრება რომ სხვა ადამიანის ცხოვრება ყოფილიყო; ხოლო შენი მიღწევები - სხვისი. შეაფასე, ამ სხვა ადამიანს უნდა ეგრძნო თუ არა თავი მიტოვებულად, უარყოფილად?

 

შემდეგ დაფიქრდი იმაზე, რაც უკვე გაქვს, რასაც უკვე მიაღწიე - შენი ცხოვრება ხომ სავსეა საოცარი მომენტებითა და გამოცდილებით!

 

შეეცადე, შენს ცხოვრებას სხვისი თვალით შეხედო და გაანალიზო ყველა ის პოტენციალი, რისი მოცემაც მას შეუძლია.

 

 

მიტოვების, მარტო დარჩენის შიში, ხანდახან შეიძლება მიუთითებდეს კონკრეტულ საჭიროებებსა და სურვილებზე - თუ იმ ადამიანებზე ეჭვიანობ, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, მაშინ ცხოვრებაში ახალი თავგადასავალი ან, სულ მცირე, ცოტა მეტი სიახლე გჭირდება.

 

თუ ფიქრობ, რომ მეგობრები აღარ გეპატიჟებიან და აღარც ხშირად გნახულობენ, მაშინ ახალი ურთიერთობების დამყარებაა საჭირო. ეს გამოცდილება არ არის სასიამოვნო. მაგრამ ესაა ნიშანი, რომ პიროვნული განვითარების, გაფართოების და ახალი ცხოვრების დაწყების დროა. ამიტომ, ნუ გეშინია - გზა ყოველთვის გრძელდება და მთავარია უშიშრად გადადგა ნაბიჯები, თუნდაც, სხვა მიმართულებით...

 

 

big_banner
არქივი