logo_geo
ალკოჰოლის მოხმარებისას ტვინის მოცულობა მცირდება
- +

18 მარტი. 2022. 18:19

 

 

პენსილვანიის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება ტვინის საერთო მოცულობის შემცირება.

 

სპეციალისტებმა გააანალიზეს 36 ათასზე მეტი მოზრდილი ადამიანის მონაცემები. აღმოჩნდა, რომ რაც მეტია ალკოჰოლის მოხმარება, მით მეტადაა გამოხატული ტვინის მოცულობის შემცირება. მაგალითად, 50 წლის ასაკში, ალკოჰოლის დალევის საშუალო დონის მატება ერთი ერთეულიდან (მაგალითად, ნახევარი ულუფა ლუდი) ორ ერთეულამდე (ჭიქა ღვინო ან ლიტრი ლუდი) ასოცირდება ტვინის თანმხლებ ცვლილებებთან, რომელიც ორი წლის დაბერების ექვივალენტურია. ალკოჰოლის 2-დან სამ ულუფამდე გაზრდა შეესაბამება სამ-ნახევარი წლით დაბერებას.

 

ნულიდან ერთ ერთეულამდე ალკოჰოლზე გადასვლამ ძლიერად არ იმოქმედა ტვინის მოცულობაზე, მაგრამ დღეში ერთიდან ორ ან ორიდან სამ ერთეულ ალკოჰოლზე გადასვლა უკავშირდებოდა როგორც რუხი, ისე თეთრი ნივთიერების შემცირებას.

 

მეცნიერების განმარტებით ეს შედეგები ეწინააღმდეგება ალკოჰოლის უსაფრთხო მოხმარების შეზღუდვის სამეცნიერო და სამთავრობო რეკომენდაციებს. ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტი გვირჩევს, რომ ქალებმა მოიხმარონ დღეში ალკოჰოლის არაუმეტეს ერთი ულუფისა. მამაკაცებისთვის რეკომენდებული ზღვარი ორჯერ მაღალია, რაც ტვინის აქტივობის დაქვეითებასთან დაკავშირებული მოხმარების დონეზე მაღალია.

 

 

big_banner
არქივი