logo_geo
ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები საუზმისთვის, თუ ვახშმობასა და სადილობას ვეღარ ახერხებთ
- +

24 მარტი. 2022. 19:23

 

 

თანამედროვე სამყაროში ხშირად ადამიანები იმდენად არიან დაკავებულები, რომ მხოლოდ საუზმობას ასწრებენ და დღის დანარჩენ პერიოდში ვეღარ ახერხებენ სრულფასოვან კვებას. ამიტომაც, თუ მხოლოდ დილით ჭამას ახერხებთ, მაშინ ის უნდა დატვირთოთ ისეთი პროდუქტებით, რომ დღის განმავლობაში საჭირო ძალა და ენერგია შეინარჩუნოთ.

ამიტომაც, გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებსაც საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ, რაც მთელი დღის განმავლობაში სიმხნევის შეგრძნებას მოგიტანთ. რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა. თითოეული ადამიანი კვების მოდელს ინდივიდუალურად, საკუთარი სურვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების წესის მიხედვით არჩევს. სია კი ასე გამოიყურება:

  • კვერცხი (ქათმის, მწყერის)
  • უმი, მოხარშული ან გამომცხვარი ბოსტნეული
  • ფოთლოვანი მწვანილი
  • ნაღები
  • საქონლის ხორცი, ქათმის ღვიძლი
  • ბეკონი
  • ცხიმიანი თევზი
  • სასარგებლო ნახშირწყლები (წიწიბურა, შვრიის ფაფა, კინოა)
  • პარკოსნები (ბარდა, ოსპი)
  • გამომცხვარი კარტოფილი
  • ყველი (დაძველებული და ცხიმის მაქსიმალური რაოდენობით - პარმეზანი, ჩედარი)
  • ავოკადო
  • თხილეული
  • კარაქი
  • ზეითუნის ზეთი
  • გამომშრალი ხილი
  • არაქისის პასტა
  • თაფლი
  • ნატურალური შავი შოკოლადი

 

 

big_banner
არქივი