logo_geo
ფრთხილად იყავით: აპრილის ყველაზე საყურადღებო დღეები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
- +

24 მარტი. 2022. 19:34

 

 

ასტროლოგები ასახელებენ ყველაზე საყურადღებო და არახელსაყრელ დღეებს აპრილის თვეში ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ვერძს შეუძლია აპრილში სამსახურის მიმართულებით გარკვეული პროგრესის იმედი ჰქონდეს, ხოლო მათ, ვინც სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებს, აქვთ შანსი, იპოვონ შესაფერისი ვაკანსია. ეს ასევე იქნება პერიოდი, როდესაც სტუდენტებს წარმატებული ურთიერთობებისა და საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ახლა არის შანსი, ნახოთ ფულის შოვნის დამატებითი გზები. გარდა ამისა, ეს თვე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც შემოქმედებით სფეროებში მუშაობს.

არახელსაყრელი თარიღები: 1, 2, 5, 19, 20, 29, 30.

კურო

2022 წლის აპრილში კურო კარგ ურთიერთობას დაამყარებს უფროსებთან. დაქორწინებულებს შეუძლიათ ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობებით დატკბნენ, რადგანაც ოჯახური ატმოსფერო სასიამოვნო იქნება. გარდა ამისა, ეს თვე შეიძლება იყოს პერსპექტიული სტუდენტებისთვის. იდეალურია საყვარელი ადამიანებისთვის გრძნობების გამოხატვისთვის. ზოგიერთს შეიძლება გაუმართლოს და შეიძინოს მიწა ან მანქანა.

არახელსაყრელი თარიღები: 1, 2, 9, 15, 17.

ტყუპები

ტყუპები, რომლებიც მუშაობენ მედიასა თუ შემოქმედებით ინდუსტრიაში, ამ თვეში თავიანთ პროფესიაში გაბრწყინდებიან. გარდა ამისა, ნიშნის ბევრ წარმომადგენელს შეეძლება სამუშაო ადგილზე უფროსებისგან სათანადო აღიარება მიიღოს. მართალია, ზოგჯერ თავს ცოტა დაძაბულად იგრძნობთ , თუმცა დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ან დასაძლევად, ღირს მეტი მედიტაციის გაკეთება და სიარული. გარდა ამისა, გაუფრთხილდით დიეტას, შეეცადეთ მიირთვათ მხოლოდ ჯანსაღი საკვები.

არახელსაყრელი თარიღები: 5, 17, 18, 20, 24, 29, 30.

კირჩხიბი

კირჩხიბებს შეუძლიათ ბიზნესში მოვლენების ხელსაყრელი შემობრუნების იმედი და მნიშვნელოვანი მოგება მიიღონ - პლანეტების მდებარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკური სცენარი ძალიან აქტიური იქნება თქვენთვის. ისინი, ვინც სასიყვარულო ურთიერთობაში არიან, შეძლებენ საყვარელ ადამიანებთან უთანხმოების მოგვარებას და მათთან შეთანხმების პოვნას.

არახელსაყრელი თარიღები: 5, 17, 18, 22, 27, 30.

ლომი

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ლომებს შესაძლოა ამ თვეში უცხო ქვეყნებში გამგზავრების შესაძლებლობა მიეცეს. უმჯობესია, თავიდან აიცილოთ კამათი. თქვენი ჯანმრთელობა ზოგადად სტაბილური იქნება ამ თვეში, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ დროდადრო გაწუხებდეთ მცირე ფიზიკური პრობლემები.

არახელსაყრელი თარიღები: 1, 2, 5, 9, 10, 15, 17, 28, 29, 30.

ქალწული

2022 წლის აპრილში დაქორწინებულ ქალწულებს პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა ექნებათ. თვითდასაქმებულ პროფესიონალებს კი შეუძლიათ განვითარების დიდი შესაძლებლობები მიიღონ. ასევე ახლა შეიძლება დაგჭირდეთ ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა.

არახელსაყრელი თარიღები: 1, 2, 3, 4, 5, 9, 10.

სასწორი

სასწორმა უნდა ისწავლოს მოთმინება, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას - ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ღიზიანდებით, არც კი ფიქრობთ, რომ სხვებს აწყენინებთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და აუცილებლად მოიხადეთ ბოდიში თქვენი საქციელის გამო. ახლობლები და მეგობრები ნებისმიერ შემთხვევაში გაპატიებენ, მაგრამ დააფასებენ, რომ თქვენ აღიარეთ თქვენი შეცდომები.

არახელსაყრელი თარიღები: 15, 17, 20, 24, 29, 30.

მორიელი

თქვენი ქმედებები ამ თვის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი, ზოგჯერ ძალიან მკაცრი იქნება. ოღონდ ამაზე არ უნდა იყოთ ნაწყენი და გაბრაზებული. შეეცადეთ სწორად აღიქვათ გარშემომყოფების სიტყვები - ზოგი მათგანი შურის გამო იქცევა ასე, ვიღაცას კი ნამდვილად სურს მხოლოდ სიკეთე, მაგრამ ვერ პოულობს სწორ სიტყვებს, რომ არ გაწყენინოთ.

არახელსაყრელი თარიღები: 9, 10, 15, 17, 20, 24.

მშვილდოსანი

აპრილში საკმაოდ პრაგმატულები იქნებით - სასწაულების რწმენა თქვენს ცუდ განწყობას არ შეეგუება. სინამდვილეში კი მხოლოდ ორიოდე დღე გჭირდებათ მარტოობა და ისევ კარგ ხასიათზე იქნებით. სამსახურში შეგიძლიათ დაისვენოთ და მშვიდად გაატაროთ დრო საკუთარ თავთან მარტო.

არახელსაყრელი თარიღები: 13, 14, 16, 18, 19, 21, 22, 23.

თხის რქა

მოგიწევთ სხვებისთვის ყურადღების მიქცევა - ეს შეიძლება იყოს როგორც ახლო ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც სურთ თქვენთან ურთიერთობა და კოლეგები, რომლებსაც თქვენი რჩევა სჭირდებათ. მაშინაც კი, თუ ამის სურვილი არ გაქვს, უნდა აიძულოთ საკუთარი თავი. მომავალში ეს თქვენს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებს.

არახელსაყრელი თარიღები: 5, 10, 13, 14, 15, 29, 30.

მერწყული

ყურადღებით უნდა შეხედოთ გარშემომყოფებს - ალბათ ერთ-ერთი მათგანი ზურგს უკან ინტრიგას ქსოვს. ასე რომ, ნუ იქნებით ძალიან გულწრფელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამუშაო პროექტებს, რომლებსაც ახლა ამზადებთ. მაგრამ ამავე დროს, იყავით ძალიან ფრთხილად, მოუსმინეთ და შეისწავლეთ ნებისმიერი ინფორმაცია.

არახელსაყრელი თარიღები: 20, 23, 24, 29, 30.

თევზები

თქვენთვის საყვარელი ადამიანი დააფასებს თქვენს ხედვას ესთეტიკისა და მსოფლმხედველობის შესახებ - ამან შეიძლება კიდევ უფრო დაგაახლოოთ. შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და მეგობრების კარგი მხარდაჭერა, რითაც ნეგატიურ აზრებს დაძლევ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ იოგა და მედიტაცია ხელს შეუწყობს სიმშვიდის აღდგენას.

არახელსაყრელი თარიღები: 9, 10, 24, 29, 30.

 

 

 

big_banner
არქივი