logo_geo
რატომ უნდა გარეცხოთ ახალი ნაყიდი ტანსაცმელი
- +

24 მარტი. 2022. 20:58

 

 

დაფიქრებულხართ თუ რა გზას გადის ქსოვილი, რითიც ჩვენი ტანისამოსი იკერება, სანამ თაროზე მოხვდება? მაშინაც კი, თუ შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, აუცილებელია მისი გარეცხვა. ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რა მოაქვს ნაჭერს, რითიც შეკერილია ჩვენი ტანისამოსი. ის ხომ დამუშავების რამდენიმე ციკლს გადის მანამ, სანამ მაღაზიის თაროზე მოხვდება. იმისთვის, რომ მზა ტანსაცმელი, თუნდაც ყველაზე ნატურალური, არ დაიფაროს ობით და არ დაიკუჭოს, სანამ ის მიაქვთ კონტეინერებით ჩინეთიდან- მაღაზიამდე, მას ამუშავებენ. მას ამუშავებენ წყალგაუმტარი ნივთიერებებით, რომლის ჰიპოალერგიულობაზე არავინ ზრუნავს. ასევე მას ამუშავებენ ფორმალდეგიდით, რათა ქსოვილზე არ იყოს ძლიერი, გამოუსწორებელი ლაქები.

 

 

გარდა ამისა, დახლზეც, მით უმეტეს, თუ ბაზრობაზე ყიდულობთ, მტვერში კიდია ხშირად და რამდენიმე ადამიანის მოსინჯულიც იქნება, მაღაზიაშიც და ბაზრობაზეც. გახსოვდეთ, რომ... შეძენისთანავე უნდა გარეცხეთ თქვენი სამოსი რათა დაიცვათ თავი ინფექციებისგან და ასევე თქვენს კანს შეუნარჩუნოთ ჯანსაღი იერი.

 

 

big_banner
არქივი