logo_geo
კაია გერბერის თმის ფერი - 2022 წლის ყველაზე ტენდენციური ფერია
- +

25 მარტი. 2022. 20:55

 

 

თუ შეამჩნევდით, ცნობილი სახეები მარცხნივ, მარჯვნივ და ცენტრში ყველა ერთნაირი თმის ფერისაა? ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჯიჯი ჰადიდმა თავისი საფირმო ქერა 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის VERSACE-ს შოუსთვის სპილენძისფერი ელექტრო ელფერით შეცვალა - მას შემდეგ წითელი თმის ტენდენციამ მხოლოდ პირველობა მოიპოვა.

 

ერთ-ერთი ბოლო ცნობილი სახე, რომელიც წითელი თმით გამოჩნდა, არის კაია გერბერი. მოდელი ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ დაჯილდოების წინა წვეულებაზე, თავის ბოიფრენდთან, ოსტინ ბატლერთან ერთად დაესწრო.

 

 

ის მიჰყვება კოლეგებს მოდელს, კენდალ ჯენერის, სიდნი სუინისა და ბარბი ფერეირას კვალდაკვალ. ახალი ელფერის მბრწყინავი თმა მშვენივრად ჩანდა გერბერზე, რომელსაც უყვარს ექსპერიმენტები თმის ფერზე.

 

ამდენად, წითური ბანდა დღითიდღე იზრდება, მხოლოდ დროის საკითხია, რომ უფრო გაიზრდება.

 

 

big_banner
არქივი