logo_geo
როგორ ქალებს გაურბიან ყველაზე ხშირად მამაკაცები - გაეცანით ქალთა 10 ტიპს
- +

26 მარტი. 2022. 22:29

 

 

ყველაზი ლამაზი და ჭკვიანი ქალიც კი შეიძლება მიატოვოს საყვარელმა მამაკაცმა. ამბობენ, რომ ამისგან არც ერთი ქალი დაზღვეული არ არის. რაშია პრობლემა, ქალში თუ მის პარტნიორში? ალბათ ორივეში, მაგრამ ამჯერად გთავაზობთ მიზეზებს, რომლებიც მამაკაცის პოზიციიდან არის მოწოდებული. მაშ ასე, ძლიერი სქესის აზრით, როგორ ქალებს გაურბიან ყველაზე ხშირად მამაკაცები?

  1. ზედმეტად თავდაჯერებული

ასეთი ქალების გვერდით მამაკაცი შებოჭილია. ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ქალი თუ რამეს უკეთებს, მხოლოდ თანაგრძნობის და მოწყალების გაღების მიზნით. თითქოს კაცი მადლობელი უნდა იყოს, რომ ქალბატონმა იკადრა და კვარცხლბეკიდან მის "დონემდე"დაეშვა.

  1. უსაშველოდ განათლებული

გიჟდება დალისა და მონეს ტილოებზე. იმის მაგივრად, რომ მამაკაცთან ერთად მყუდრო რესტორანში განმარტოვდეს, პაემანს ოპერაში, თეატრში ან საავტორო კინოს ფესტივალზე ითხოვს. საყვარელი კლასიკოსების ციტატებით საუბრობს. ანუ თუ კაცს ფილოლოგიის ან ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი არ აქვს დამთავრებული, მასთან საერთო ენას ვერ პოულობს და თავს ჭკუასუსტად გრძნობს. სინამდვილეში, შეიძლება ქალი ასეთი კიდეც იყოს, მაგრამ ჭკუა უნდა იხმაროს და თავისი უსასრულო განათლება თავს არ უნდა მოახვიოს მამაკაცს. მის გვერდით ჩვეულებრივი ქალი უნდა იყოს, რომელიც კაცს კაცად აგრძნობინებს თავს.

  1. მეტისმეტად წესიერი

არ სვამს, თითქმის არ ჭამს, არ ეწევა, ვარჯიშობს, ძილს არ ირღვევს, ყველაფერი იდეალურად მოწესრიგებული აქვს და მთელი ცხოვრება რეჟიმში აქვს მოქცეული. სწორედ ეს რეჟიმი აღიზიანებთ თავისუფლებისმოყვარე მამაკაცებს. ამ ქალებს მკაცრი მოთხოვნები აქვთ როგორც საკუთარი თავის, ასევე ოჯახის წევრების მიმართაც. ამიტომ რაც უფრო უახლოვდება კაცი ასეთ ქალს, მით უფრო რწმუნდება, რომ მასთან ცხოვრება შეუძლებელია.

  1. გათხოვების სურვილით შეპყრობილი

ასეთ ქალბატონს მამაკაცის მიმართ უკვე ჩამოყალიბებული გეგმები აქვს. რაც მთავარია, ამ სურვილს ვერ ფარავს და მეორე პაემანზე კაცს უკვე საკუთარი მშობლების გასაცნობად ეპატიჟება. აი, ამ დროს კაცები "დაოთხილნი" გარბიან. იმიტომ კი არა, რომ ოჯახის შექმნა არ უნდათ. უბრალოდ, ვერც ერთი კაცი ვერ იტანს, რომ მოვლენებს მის მაგივრად ქალი აჩქარებს, მით უმეტეს, ასე შესამჩნევად. 

  1. ვისთვისაც კაცი მხოლოდ "დამატებითი საფულეა"
    კაცებს ძალიან აღიზიანებთ თავხედი ქალები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ძვირფასი საჩუქარი გამოსტყუონ კაცს. პაემანზე ვახშმის ფულს ქალს არავინ გადაახდევინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იგივე კაცი ვალდებულია ქალის ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აიღოს. რაც მთავარია, ქალის ინტერესის მიზანი ეს არ უნდა იყოს. 


    6. ზედმეტად მზრუნველი
    ასეთ ქალებს ჰგონიათ, რომ იდეალური ცოლი მამაცს საკუთარ დედას უნდა უნდა ახსენებდეს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაც სიურპრიზს სთავაზობს, გაუთავებლად ეალერსება და მოსვენებას სამსახურშიც არ აძლევს - კაცს ზედიზედ მისდის სენტიმენტალობით აღსავსე სატელეფონო მესიჯები. შინ დაბრუნებულს კი გაუთავებელი შეკითხვებით არ არსვენებს. კაცს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მახეშია გაბმული. რა თქმა უნდა, როგორც კი შეძლებს, მაშინვე ეცდება თავის დახსნას.


    7. მკაცრი პედაგოგი
    გამოხედვა, ჩაცმის სტილი, საუბრის თუ სიარული მანერა მკაცრ პედაგოგს მომაგაგონებთ. ასეთი გოროზი ქალები კაცებს აფრთხობენ. მათ ნაზი ქალი უნდათ გვერდით და არა მოსიარულე ენციკლოპედია, რომელიც შენიშვნას შენიშვნაზე იძლევა. არ ესმით, რომ ზოგჯერ თავი უნდა "მოისაწყლონ", რათა მამაკაცის თავმოყვარეობას აამონ.


    8. გარეგნობაზე "ჩაციკლულები"
    ასეთი ქალებისთვის დღე იყოფა 2 ნაწილად - სალონში ვიზიტი და მას შემდეგ. მოვლილი ქალი კაცებს ძალიან უყვართ, მაგრამ მეტისმეტი მართლაც ძნელი ასატანია.


    9. ჩამოყალიბებული კარიერისტი
    წარმატებული ქალის საწინააღმდეგო კაცებს არაფერი აქვთ, მაგრამ როცა კარიერა ცხოვრების მიზანია, კაცს უჩნდება კთხვა: "საერთოდ სჭირდება ამ ქალს მამაკაცი?" ის ხომ პრაქტიკულად, კაბიანი მამაკაცია. გესმით ხომ ასეთი ქალის მიტოვების მიზეზი?


    10. ქალი "ჩრდილი"
    მათ "ნაცრისფერ თაგვებსაც ეძახიან". თითქოს მისი ყველა ნივთი იმისთვის შექმნეს, რომ ეს ქალი კიდევ უფრო უჩინარი გამხდარიყო. თითქოს ლამაზია, საყვარელი, მაგრამ ნაპერწკალი არ გააჩნია, რომელიც კაცს სურვილს გაუღვიძებს. 


    როგორც აღვნიშნეთ, ქალთა ეს ტიპები მამაკაცის პოზიციიდან არის დანახული. ალბათ ამ მოსაზრებების საწინააღმდეგო არგუმენტებიც გექნებათ, მაგრამ სანამ მათ მოუხმობთ, იმაზეც დაფიქრდით, იქნებ კაცებისთვისაც გაგეგოთ? იქნებ არც ისე უსაფუძვლოა მათი დასკვნები.

 

big_banner
არქივი