logo_geo
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვისაც გაზაფხული ყველაზე დიდი ოცნების ასრულების პერიოდი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ
- +

28 მარტი. 2022. 21:25

 

 

2022 წლის აპრილსა და მაისში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება - ნეპტუნის შეერთება იუპიტერთან და დაბნელების დერეფანი 30 აპრილიდან 16 მაისამდე. სწორედ ამ პერიოდში ცვლილებებს უნდა ელოდოთ.

ნეპტუნი და იუპიტერი მოგზაურობის, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და შემოქმედების საკითხებში დაგეხმარებიან. თუ დიდი ხანია გეგმავთ მოგზაურობას, ახალი პროექტის დაწყებას, მენტალური ჯანმრთელობისთვის ყურადღების დათმობას, ახლა საუკეთესო დროა.

თუმცა, ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის გაზაფხული ყველაზე ბედნიერი და სანუკვარი ოცნებების ასრულების პერიოდი იქნება:

თევზები

 

11 მაისამდე თევზებისთვის იღბალი იუპიტერს მოაქვს. ის ბევრ სასიამოვნო სიახლეს მოგიმზადებთ. თუ დიდი ხანია გსურთ უძრავი ქონების შეძენა, უმაღლესი განათლების მიღება, სხვაგან გადასვლა ან პირიქით, მოგზაურობა, წარმატებას მიაღწევთ! იუპიტერი კეთილდღეობას მოგიტანთ და ცხოვრების ყველა სფეროს მაისის შუა რიცხვებამდე გააუმჯობესებს, ასე რომ, იჩქარეთ და დაიწყეთ ის, რაც დიდი ხანია გინდათ.

კურო

წარმოუდგენლად იღბლიანი პერიოდი, რაზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება, მალე ყველა კუროს ცხოვრებაში დაიწყება. მოვლენები ისე განვითარდება, რომ წარსულში დატოვებული ადამიანები ხელს შეუწყობენ თქვენს წინსვლას მომავალში. გელოდებათ სასიამოვნო ურთიერთობები, სარფიანი შემოთავაზებები, მოულოდნელი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას. ასევე, ახალი პროექტები, სამსახურში დაწინაურება და საინტერესო თავგადასავლები.

 

 

ლომი

იღბალი ლომსაც ელის - პლანეტა იუპიტერი ვერძს უკავშირდება, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს დაწინაურებაზე, მოგზაურობაზე, ვარჯიშზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, მიიღოთ განათლება, წახვიდეთ საზღვარგარეთ. თუ თქვენი ოცნება კარიერულ წინსვლას უკავშირდება, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. 30 აპრილს კუროში დაბნელებამ შეიძლება მოგიტანოთ ახალი პოზიცია, სამუშაო შეთავაზება ან პროფესიული განვითარება სოციალური მედიის მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულზე გაგიადვილდებათ თქვენი მიზნების მიღწევა.

თხის რქა

თხის რქისთვის გაზაფხულზე მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება. თუ დიდი ხანია გეგმავთ მოგზაურობას, პასპორტის მიღებას, თუ გინდოდათ ბინადრობის ნებართვის ან მოქალაქეობის მიღება, წარმატებას მიაღწევთ! შეძლებთ სწრაფად და ეფექტურად განავითაროთ საკუთარი პროდუქტი და საყვარელი საქმიანობა ბიზნესად გადააქციოთ.

 

 

big_banner
არქივი