logo_geo
ვახშამზე ბოკალი ღვინო აქვეითებს დიაბეტის რისკს
- +

29 მარტი. 2022. 14:46

 

 

ამ დასკვნამდე მივიდნენ ტულეინის (აშშ.) უნივერსიტეტის სპეციალისტები.

 

მკვლევარებმა გაანალიზეს 11 წლის განმავლობაში 312 500 ადამიანის მონაცემები, რომლებიც რეგულარულად ღებულობდნენ ალკოჰოლს.

 

მონაწილეთა საშუალო ასაკი კვლევის დაწყებისას 56 წელი იყო. იმ დროისთვის არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, კიბო ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. კვლევის მიმდინარეობისას, დაახლოებით 8600 მონაწილეს დაუდგინდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი.

 

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ საკვებთან ერთად ღვინის და არა სხვა სპირტიანი სასმელების, ზომიერი მიღება დიაბეტის რისკს 14%-ით ამცირებდა. ლუდი და სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი, პირიქით ზრდიდა დიაბეტის განვითარების რისკს.

 

სპირტიანი სასმელის ზომიერ მიღებად კვლევის ავტორები მიიჩნევდნენ დღეში ერთ ბოკალ ღვინოს ქალებისთვის და ორს მამაკაცებისთვის.

 

 

big_banner
არქივი