logo_geo
როგორ (და რატომ!) გავაკეთოთ მაიონეზი სახლში
- +

29 მარტი. 2022. 16:31

 

 

ალბათ, ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ მაიონეზი სალათებისთვის (და არა მხოლოდ) მართლაც შეუცვლელი სოუსია. ნებისმიერ სუპერმარკეტსა თუ უბრალო, ეზოს მაღაზიაში შეიძლება ათასგვარი წარმოებისა და შეფუთვის მაიონეზის შეძენა. მიუხედავად ამისა, მზა სოუსის მირთმევას არც მოზრდილებს ურჩევენ ექიმები და, მიტ უმეტეს, არც ბავშვებს. არადა ბავშვებს ძალიანაც მოსწონთ მაიონეზიანი სალათები...

 

გამოსავალი კი ძალიან მარტივია: მოვამზადოთ სახლში! მით უმეტეს, რომ მისი მომზადება საკმაოდ მარტივი და მცირე დანახარჯიანია. თითქმის ყველა ინგრედიენტი ყოველთვის მოიძებნება ოჯახში. ამგვარად ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სასარგებლო, გემრიელ სოუსს, რომელიც ბავშვებმაც თავიფლად შეიძლება მიირთვან.

 

მაშ ასე, შევუდგეთ მომზადებას:

 

 

3 კვერცხის გული

200 მლ ზეთი

0.5 ჩ.კ. მარილი

0.5 ჩ.კ. შაქარი

1, 5 ს.კ. ძმარი (ან ლიმონის წვენი)

1 ჩ.კ. მდოგვი (სურვილის შემთხვევაში)

 

კვერცხის გულებს, მარილსა და შაქარს (სურვილის შემთხვევაში მდოგვსაც) მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე ან ხელის სათქვეფით კარგად ავთქვეფთ. თანდათან წვეთ-წვეთობით შევათქვეფთ ზეთს, ბოლოს კი - ძმარს. თუ გვინდა უფრო თხელი კონსისტენციის მიღება, შეგვიძლია ცოტა წყალიც დავამატოთ.

 

ასეთ მაიონეზს, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია დავამატოთ პილპილი, წითელი წიწაკა თუ ნებისმიერი სხვა სანელებელი.

 

მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზისგან განსხვავებით, ასეთი მაიონეზის დიდხანს შენახვა არ შეიძლება, იგი შეგვიძლია გავაჩეროთ ჰერმატულად თავდახურულ ჭურჭელში 6-10 გრადუსზე მაქსიმუმ 5 დღე.

 

ასე რომ, ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ სახლში და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა.

 

 

big_banner
არქივი