logo_geo
რას წარმოადგენს ქაფი, რომელიც ხორცის ხარშვისას წარმოიქმნება და საჭიროა თუ არა მისი მოცილება
- +

29 მარტი. 2022. 21:27

 

 

ჩვეულებრივ, ხორცს მოსახარშად ცივ წყალს ვასხამთ, ვდგამთ ცეცხლზე და სანამ წამოდუღდება, აუცილებლად ვაშორებთ ქაფს. ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ ქაფის მოხდა აუცილებელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რას წარმოადგენს ხორცის ხარშვის დროს წარმოქმნილი ქაფი.

 

ქაფი მხოლოდ და მხოლოდ აჭრილი ცილაა - ხორცის ცივ წყალში გაცხელებისას ცილების ნაწილი და მინერალური მარილები წყალში გადადის. ხოლო თუ ხორცს პირდაპირ მდუღარე წყალში მოვათავსებთ, აღნიშნული ცილები და მინერალები ხორცშივე დარჩება.

 

ასე რომ, თუ მხოლოდ ხორცს ხარშავთ და ბულიონი არ გჭირდებათ, მოათავსეთ ხორცი თავიდანვე მდუღარეში. ხოლო თუ კარგი ბულიონის მიღება გსურთ, ხორცს ცივი წყალი დაასხით და ისე მოხარშეთ.

 

 

თავად ქაფს გააჩნია საკვები ღირებულება და გარკვეულწილად სასარგებლოცაა. იმისათვის, რომ ქაფი ზედაპირზე აღარ ამოვიდეს, ჩააგდეთ ხარშვისას ქვაბში ერთი თავი ხახვი - ცილა აიჭრება და ქაფი აღარ ამოვა.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქაფი შეიძლება იყოს თეთრი (ის, რაზეც ზემოთ იყო საუბარი) და მუქი. მუქი ფერის ქაფში სისხლია შერეული და ღირს თუ არა მისი მოხდა, თქვენი გადასაწყვეტია.

 

 

big_banner
არქივი