logo_geo
რამდენიმე რჩევა ბულიონის მომზადებისთვის
- +

29 მარტი. 2022. 23:22

 

 

  1. თუ ხორცს მაღალ ცეცხლზე მოვხარშავთ, იგი უფრო გემრიელი იქნება,

ხოლო თუ დაბალ ცეცხლზე მოიხარშება, ბულიონი უფრო გემრიელი გამოვა.

 

  1. ხორცის ბულიონში მარილის დამატება უნდა მოხდეს ხორცის მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე; თევზის ბულიონში - ხარშვის დასაწყისში, ხოლო ბოსტნეულის ბულიონში - მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

 

  1. თუ ქაფი ბულიონში ფსკერზე დავიდა, საჭიროა ერთი ჭიქა ცივი წყალი დავამატოთ - ქაფი ზემოთ ამოვა და ამის შემდეგ შევძლებთ მის მოხდას.

 

  1. ხორცის ბულიონის საგემოვნო თვისებები უმჯობესდება, თუ ხარშვის ბოლოსკენ ნიორს დავამატებთ.

 

  1. ბულიონს სასიამოვნო ფერს მისცემს და გააუმჯობესებს, თუ მას ხახვის ფურცლების ნახარშს დავამატებთ.

 

 

big_banner
არქივი