რამდენიმე რჩევა ბულიონის მომზადებისთვის
-
+
29 მარტი. 2022. 23:22
- თუ ხორცს მაღალ ცეცხლზე მოვხარშავთ, იგი უფრო გემრიელი იქნება,
ხოლო თუ დაბალ ცეცხლზე მოიხარშება, ბულიონი უფრო გემრიელი გამოვა.
- ხორცის ბულიონში მარილის დამატება უნდა მოხდეს ხორცის მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე; თევზის ბულიონში - ხარშვის დასაწყისში, ხოლო ბოსტნეულის ბულიონში - მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
- თუ ქაფი ბულიონში ფსკერზე დავიდა, საჭიროა ერთი ჭიქა ცივი წყალი დავამატოთ - ქაფი ზემოთ ამოვა და ამის შემდეგ შევძლებთ მის მოხდას.
- ხორცის ბულიონის საგემოვნო თვისებები უმჯობესდება, თუ ხარშვის ბოლოსკენ ნიორს დავამატებთ.
- ბულიონს სასიამოვნო ფერს მისცემს და გააუმჯობესებს, თუ მას ხახვის ფურცლების ნახარშს დავამატებთ.