logo_geo
ბელა ჰადიდის კულინარიული მასტერკლასი
- +

31 მარტი. 2022. 20:10

 

 

ბელა ჰადიდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბერძნული გიროს მომზადების რეცეპტი, თურქული დონერ ქაბაბის ან არაბული შაურმის მსგავსი კერძი. „ერთი ხელით მომზადება და მეორე ხელით გადაღება გაცილებით რთულია, ვიდრე შეიძლება ჩანდეს“, - დაპოსტა სუპერმოდელმა ვიდეოზე და აქვე პატივისცემა გამოხატა TikTok-ზე მისი საყვარელი FoodTok ანგარიშის ავტორების მიმართ, რომლებიც ახერხებენ მაგარი ვიდეოების გადაღება. კულინარიულ თემაზე.

 

 

ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტოპ-მოდელმა ქათამი და კარტოფილი გამოაცხო, წინასწარ სუნელებში დამარინადების შემდეგ. შემდეგ ბელამ შეწვა ბოსტნეული, მოამზადა კარამელიზებული ხახვი, კლასიკური ძაძიკის სოუსი და ტორტილიები ღუმელში დაბრაწა.

 

ვიდეო იმდენად მადისაღმძვრელი აღმოჩნდა, რომ გამომწერებმა მაშინვე დაიწყეს ვარსკვლავებისთვის აღფრთოვანებული კომენტარების დაწერა. ბელას დამ აღფრთოვანებული სმაილი დაუდო, დანიელმა მოდელმა ჰელენა კრისტენსენმა დაიჩივლა, რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ შიმშილს გრძნობს, მომღერალმა კამილა კაბელიომ კი დაამატა, რომ ეს ყველაზე მიმზიდველი კერძია, რაც კი ოდესმე უნახავს.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ბელა ჰადიდის პირველი კულინარიული ქმნილება. იანვარში ვარსკვლავმა გამომწერევბისთვის ტოლმის მომზადების მასტერკლასი გამართა, რომლის ძველი რეცეპტი მის ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი