logo_geo
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული და ტრაგიკული ცხოვრება - რომი შნაიდერის ისტორია
- +

6 აპრილი. 2022. 21:46

 

 

რომი შნაიდერს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონას უწოდებდნენ და უამრავი ადამიანი დღესაც აღფრთოვანებულია მისი სილამაზით. თუმცა, რომის ცხოვრება ტრაგიკულად, ახალგაზრდა ასაკში დასრულდა.

 

 

რომი (ნამდვილი სახელი როზმარი ალბახ-რეტი) დაიბადა ვენაში, მსახიობთა ოჯახში. დედა, მაგდა შნაიდერი ნამდვილი ვარსკვლავი იყო. რომის კინოდებიუტი სწორედ დედასთან ერთად შედგა ფილმში "როცა თეთრი იასამანი ყვავილობს." მას შემდეგ მას არაერთი როლი და საინტერესო გამოწვევა ხვდა წილად. 1959 წელს რომიმ ფილმში "კრისტინა" ითამაშა. გადასაღებ მოედანზე მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ალენ დელონი გაიცნო და მასთან საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. დაახლოებით ამავე დროს, რომის კარიერა ახალ ეტაპზე გადადის - თანამშრომლობს ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ლუჩინო ვისკონტი და ორსონ უელსი. რაც შეეხება ალენ დელონს, რომი მასთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა, დაინიშნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ დელონმა ის მიატოვა. ამის შემდეგ შნაიდერმა თვითმკვლელობა სცადა.

 

 

ამის შემდეგ მალევე მსახიობ ჰარი მეიენზე დაქორწინდა, რომლისგანაც 1967 წელს შეეძინა ვაჟი, დევიდი. მაგრამ ქორწინებამ არ გაამართლა. 1975 წელს მსახიობები ერთმანეთს დაშორდნენ და ოთხი წლის შემდეგ ჰარიმ თავი მოიკლა. თავად შნაიდერმა ტრაგედიას ვეღარ გაუძლო და ალკოჰოლსა და ნარკოტეკებს მიეძალა. თუმცა, მისი კარიერა არ ჩამოშლილა. რომი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც 1975 წელს "სეზარის" ჯილდო მოიპოვა და სამი წლის შემდეგ კვლავ ნომინანტთა სიაში იყო.

 

 

რომი მეორედ გათხოვდა. მეუღლისგან, დანიელ ბიაზინისგან, შეეძინა ქალიშვილი სარა, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა.

1981 წელს შნაიდერმა კიდევ ერთი ტრაგედია გადაიტანა - მისი ვაჟი გარდაიცვალა. შნაიდერს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო, ჩავარდა ღრმა დეპრესიაში, რის გამოც ფილმებში გადაღება შეწყვიტა. მალევე, 1982 წელს მსახიობი 43 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

 

ყოფილი შეყვარებულის დაკრძალვის ორგანიზებაში ალენ დელონი მონაწილეობდა. ის ასევე დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისი შვილის ფერფლი რომის საფლავის გვერდით დაკრძალულიყო. მის საფლავზე მან ჩანაწერი დადო: "ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილხარ, ნახე, გერმანულად რამდენიმე სიტყვა ვისწავლე შენთვის: Ich liebe dich meine Liebe (მიყვარხარ, ჩემო სიყვარულო)".

 

 

იმის მიუხედავად, რომ შნაიდერი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბევრ საკულტო ფილმში მოახერხა მონაწილეობა. მან ორჯერ მიიღო "სეზარის ჯილდო". გარდაცვალების შემდეგ მის პატივსაცემად ,,რომის“ სატელევიზიო კინოპრემია დაწესდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი