logo_geo
როგორ მოვუაროთ თმასა და თავის კანს სახლის პირობებში
- +

14 აპრილი. 2022. 22:31

 

 

იმის მიუხედავად, რომ თავის მოვლის საშუალებები მრავლად არსებობს და ნებისმიერი ფასის ფარგლებში შეგვიძლია არჩევა, ძალიან ბევრი ადამიანი სახლში მომზადებულ თავის მოვლის საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

 

საჭმელი სოდა, ცხიმიანი თმის მოსავლელად

საჭმელი სოდის გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანის მიღებისას სკრაბის ფუნქციით, კბილების გასახეხად და ასევე თმის დასაბანად. თუ უსაფრთხო და ბუნებრივ გზას ეძებთ ცხიმიანი თმისა და თავის ქალის დასაბანად, საჭმელი სოდის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა.

გახსენით ერთი სუფრის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალში და შეიზილეთ ის თმის ძირებში. გამოიყენეთ რეგულარულად თმის დაბანის დროს და შედეგი მალევე სახეზე იქნება. თმა გაჯანსაღდება და უფრო მბზინავი გახდება.

 

 

შაქარი და ზეითუნის ზეთი თავის ქალის მოსავლელად

 

დროდადრო ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილების კანს, თავის ქალასაც სჭირდება ექსფოლიაცია, რაც მკვდარი უჯრედების მოშორებას გულისხმობს. ორ კოვზ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.

შეაზავეთ ყველა ეს ინგრედიენტი პატარა თასში, თმა გაყავით ხუთ ნაწილად და წაისვით მიღებული მასა ხელის ნელი და წრიული მოძრაობით თავის ქალაზე. დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ამგვარი მასაჟი, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

წიწაკის ზეთი თმის ზრდის პროცესს აჩქარებს

წიაწიკს ნაყენის შეამგდნელოაბა:

არაყი - 100 მლ

მწარე წითელი წიწაკა - 1 ცალი

მომზადება:

დაფქვით წიწაკა და შემდეგ დაასხით არაყი, გააჩერეთ ბნელ ადგილზე 2 - 3 კვირის განმავლობაში და გამოიყენეთ ნიბღის სახით. არაყის ნაცვლად შეგიძლიათ მცნერაუელი ზეთი იხმაროთ, თუმცა ნაკლებ მასტიმულირებელი ეფექტი ექენება.

 

 

big_banner
არქივი