logo_geo
რა უნდა მიირთვათ, თუ გამუდმებით ტკბილეულის ჭამის სურვილი გაქვთ
- +

15 აპრილი. 2022. 01:36

 

 

ალბათ, ყველას გამოუცდია ის გრძნობა, როცა წარმოუდგენლად გვინდა ტკბილეულის ჭამა. თუ ორგანიზმი ამ დროს ტკბილს არ მიიღებს, ხშირად ხასიათი გვიფუჭდება და განწყობა გვეცვლება. ამისათვის რამდენიმე მიზეზია დასახელებული:

პირველი მიზეზი, რის გამოც ტკბილეულის მიღების სურვილი გაქვთ, ნახშირწყლების ნაკლებობაა. ცხიმებთან და ცილებთან ერთად ისინი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა, მონელების პროცესში ისინი გარდაიქმნებიან გლუკოზად, რომელიც „კვებავს“ ჩვენს ტვინს, კუნთებს და აუმჯობესებს განწყობას. არსებობს ორი სახის ნახშირწყლები: მარტივი ან სწრაფი (მონოსაქარიდები) და რთული ან ნელი (პოლისაქარიდები). ქიმიურ დონეზე ისინი განსხვავდებიან აგებულებით: სახელებიდან ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი უფრო კომპლექსურადაა მოწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულს მეტი დრო დასჭირდება მათი გლუკოზად გადაქცევისთვის.

 


 

სწრაფი ნახშირწყლები (თეთრი შაქარი და ტკბილეული, რომელიც შეიცავს მას) იწვევს სისხლში გლუკოზის მკვეთრ მატებას. ისინი მყისიერად უზრუნველყოფენ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ სულ რაღაც ერთ საათში გლუკოზის დონის კვლავ მკვეთრი ვარდნა მოჰყვება, შიმშილის გრძნობა დაბრუნდება, შეიძლება გაჩნდეს დაღლილობა და გაღიზიანება და ტკბილეულის მოთხოვნილება მხოლოდ გაიზრდება. ამიტომ არჩევანი ნელი ნახშირწყლების - ბოსტნეულისა და მარცვლეულის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ისინი აკმაყოფილებენ ორგანიზმის მოთხოვნილებას ნახშირწყლებზე, მაგრამ ამავდროულად წონაში მატების რისკი არ შეგექმნებათ.

გარდა ამისა, ტკბილეულის მიღების უკონტროლო სურვილი შეიძლება ორგანიზმში ქრომის დეფიციტის გამო გქონდეთ. ეს მიკროელემენტი პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ სისხლში გლუკოზის დონეზე, არამედ ნახშირწყლების ცვლის რეგულირებაზეც. სოკო, პარკოსნები, კარტოფილი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი დაგეხმარებათ ქრომის ნაკლებობის შევსებაში.

 

 

ტკბილეულისადმი მიდრეკილების ბოლო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, სტრესია. შაქრის მოხმარება ასტიმულირებს ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებას. ეს ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას, ასევე ნერვების დამშვიდებას და ამაღლებს განწყობას. მაგრამ, შაქარი არ არის ერთადერთი საკვები, რომელიც სეროტონინის დონეს ზრდის. ცილოვანი საკვები, მარცვლეული და კარტოფილი დაგეხმარებათ ბედნიერების ჰორმონის გამომუშავების სტიმულირებაში. გარდა ამისა, კაკაო შესანიშნავად ასრულებს ამ ამოცანას. მოამზადეთ ბუნებრივი კაკაოს ფხვნილისა და მცენარეული რძისგან დამზადებული სასმელი შაქრის გარეშე - ეს არის ტკბილეულის ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც დააკმაყოფილებს დესერტის მირთმევის სურვილს, თქვენი ფიგურისა და წონის დაზიანების გარეშე.

 

 

big_banner
არქივი