მოდის ფრანგი გავლენიანი ინფლუენსერი, ჟული ფერერი გაზაფხულის სეზონზე სულ უფრო მეტად ეყრდნობა ფერთა აქცენტებს. დღეს გოგონამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. პარიზში გაზაფხულის მზიანი დღისთვის ჟულიმ ნათელი პალიტრა აირჩია.
ინფლუენსერს დღეს Agolde-ის შეჭრილი თეთრი ჯინსი და ნარინჯისფერი Cult Gaia-ის ზედა ეცვა. მან ლუქი დაასრულა მომხიბვლელი მწვანე Arket ფეხსაცმლით, მინიატურული შესატყვისი ჩანთით და ოქროს სამკაულებით.