logo_geo
ფილმ The Shining-ის ნაჯახი აუქციონზე გაიტანეს
- +

19 აპრილი. 2022. 01:01

 

 

სტენლი კუბრიკის ცნობილი საშინელებათა ფილმის The Shining-ის ნაჯახი აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას tmz ავრცელებს.

 

ნაჯახი ფილმის ბოლოს მთავარ სცენასთან ასოცირდება, როდესაც ჯეკ ნიკოლსონის გმირი ხის კარის დაჩეხვას იწყებს და ცნობილ ფრაზას Here's Johnny!!!" ყვირის.

 

კუბრიკის შედევრი სტეფან კინგის ნოველაზეა დაფუძნებული. ნიკოლსონის გმირი, ჯეკ ტორენსი, ნაჯახით გზის გაკაფვას ცდილობს, რათა თავისი შვილი დენი იპოვოს.

 

ნაჯახი Gotta Have Rock and Roll-ის აუქციონზე გაიყიდება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოლოდინი აქვთ, რომ ლოტი მინიმუმ 100 000 დოლარად შეფასდება.

აუქციონის სახლის თქმით, ნაჯახი ამ დრომდე კარგ მდგომარეობაშია. ნაჯახი ყუთშია განთავსებული, რომელსაც თან ფილმიდან რამდენიმე სურათიც ახლავს.

ფსონების დადება 20 აპრილს იწყება.

 

 

big_banner
არქივი