logo_geo
კვლევის მიხედვით მამკაცების ყურადღებას მოკლეთმიანი ქალბატონები იმსახურებენ
- +

20 აპრილი. 2022. 00:06

 

 

თმა და შესაფერისი ვარცხნილობა ქალბატონებისთვის უმნისვნელოვანესია, უმეტესად სტილის ცვლილებაზეც ძალიან ბევრს ფიქრობენ... გრძელი თუ მოკლეთმა... ეს კითხვა ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის ყველა ქალბატონს.

სტანდარტულად ითველბა, რომ ქალი გრძელ თმაში განსაკუთრებულად და რომანტიულად გამოიყურება. რა თქმა უნდა ვარცხნილობა მთლიანად დამოკიდებულია სახის ფორმაზე, ნაკვთებზე. ზოგს გრძელი თმა უხდება უფრო მეტად, ზოგს მოკლე, თუმცა ასევე არსებობს კვლევა რომლის შედეგებითაც, მამაკაცების განსაკუთრებულ ყურადღებას მოკლე ვარცხნილობა იმსახურებს.

მოკლე თმა იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას. მოკლე ვარცხილობები რადგან განსხვავებული და ექსტრავაგანტულია, ამიტომაც შეუმჩნეველი არავის რჩება. კვლევაში ჩართული მამაკაცები ამბობენ, რომ თმის მოკლე ვარცხნილობა გრძელ თმებთან შედარებით იშვიათია და ამიტომაც ქალები, რომლებიც მოკლე თმას ატარებენ, მათ თვალში განსაკუთრებულები არიან და ეს იწვევს მათ მიმართ ინტერესს.

 

 

მოკლე თმაში უკეთ ჩანს სახის მოყვანილობა. უკეთ ჩანს ქალის სილამაზე. მოდის ჩვენებებზე მოდელებს უმეტესწილად, თმა გადაწეული აქვთ ისე, რომ სახე მაქსიმალურად კარგად გამოჩნდეს. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა, გრძელმა თმამ დამალოს ქალური მახასიათებლები. კვლევის თანახმად, კაცები მიიჩნევენ, რომ ქალის სახის მთელი სილამაზე მოკლე თმაში უკეთ ჩანს.

ქალი მოკლე თმაში უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება. მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ყველაზე ლამაზია, მოკლე თმა კი მას თავდაჯერებულ ელფერს აძლევს, რაც გარშემო მყოფებს შეუმჩნეველი არ რჩებათ.

 

 

big_banner
არქივი