logo_geo
ძველი ჰოლივუდის ულამაზესი ქალები და მათი ცხოვრების ყველაზე გამორჩეული დეტალები
- +

20 აპრილი. 2022. 21:36

 

 

ვიხსენებთ ჰოლივუდის ოქროს ხანის გამორჩეულ მსახიობებს - კინოს ნამდვილი სუპერვარსკვლავების ეპოქას. ძველი ჰოლივუდის ეს მსახიობები სიცოცხლის განმავლობაშივე გახდნენ ლეგენდები. მათ თაყვანს სცემდნენ, კერპებად აქცევდნენ, შურდათ და ბაძავდნენ. ისინი ნამდვილი სტილის ხატები გახდნენ და ადვილად ცვლიდნენ თანამედროვეთა იდეებს სილამაზის შესახებ.

 

გრეის კელი

 

პერსპექტიული მსახიობის გრეის კელის კარიერა მხოლოდ 4 წელიწადს, 1952 წლიდან 1956 წლამდე გაგრძელდა. მაგრამ, ამ პერიოდში მან "ოსკარის" ორი ნომინაცია მიიღო და ერთის მფლობელი გახდა კიდეც ფილმისთვის "სოფლელი გოგონა". ასევე, გადაიღეს ალფრედ ჰიჩკოკის სამ საკულტო ფილმში, რომელთაგან ორი რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრების სიაში შედის. ეს ფილმებია: "მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ "მ“ და "ფანჯარა ეზოს მხარეს". ტიტულოვანი ქმრის სიყვარულისთვის გრეისს სამსახიობო კარიერაზე უარის თქმა მოუწია. მონაკოს პრინცი რენიე III წინააღმდეგი იყო მის ცოლ ფილმებში ეთამაშა. შედეგად, 1956 წლიდან კელიმ ოფიციალურად დაასრულა მუშაობა კინოში, რაც, როგორც ამბობენ, არაერთხელ ინანა. მსახიობმა სიცოცხლე 52 წლის ასაკში ავტოკატასტროით დაასრულა. გრეისსა და მის მეუღლეს სამი შვილი შეეძინათ. 2014 წელს დიდ ეკრანებზე გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი "მონაკოს პრინცესა" ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით. სამეფო ოჯახს ეს ფილმი არ მოეწონა და განაცხადეს, რომ რეალურ ფაქტებს არ ასახავდა.

 

ნატალი ვუდი

 

ამ მსახიობს "ჰოლივუდის დედოფალს" ეძახდნენ. ნატალიმ სამსახიობო კარიერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო და მალევე ყველაზე პოპულარული მსახიობი ბავშვი გახდა. მსახიობის ფილმოგრაფია მოიცავს 60-ზე მეტ ფილმს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "ხვალ სამუდამოდ", "სასწაული 34-ე ქუჩაზე", "აჯანყება მიზეზის გარეშე" , "კანდიდატი", "მეტეორი". მაგრამ, 1981 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს მოხდა ტრაგედია - გაურკვეველ ვითარებაში ნატალი იახტზე ცურვისას სანტა კატალინას კუნძულთან ახლოს დაიხრჩო. საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და მთავარი ეჭვმიტანილი მსახიობის ქმარი რობერტ ვაგნერია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ 30 მილიონი დოლარით უნდა გამდიდრებულიყო.

 

 

ლანა ტერნერი

 

 

 

ლანა ძველი ჰოლივუდის ყველაზე მგრძნობიარე, გლამურული და გამორჩეული მსახიობი იყო. კინოს სამყაროში ის ძირითადად იღბლის, ძალიან ლამაზი სახისა და განსაცვიფრებელი ფიგურის გამო მოხვდა. გარდა თავბრუდამხვევი კარიერისა, ლანას სილამაზემ მას თაყვანისმცემლების დიდი არმია შესძინა. მსახიობი 7-ჯერ იყო დაქორწინებული. მის ფილმოგრაფიაში 50-მდე როლია, რომელთაგან ყველაზე წარმატებულად ითვლება ნამუშევრები ფილმებში "სიყვარული აღმოაჩენს ენდი ჰარდის", "სამი მუშკეტერი", "მხიარული ქვრივი", "ცხოვრების იმიტაცია" და ასე შემდეგ. ლანა 75 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში სიმსივნით გარდაიცვალა. კინოში შეტანილი უზარმაზარი წვლილის გამო, მსახიობს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

ვივიენ ლი

 

ორსონ უელსმა ერთხელ თქვა, რომ ვივიენი იმ ქალთაგანია, რომელიც თაობაში ერთხელ ჩნდება და რომელსაც მთელი მსოფლიო თვალს ვერ აშორებს. მან ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრბელი როლი შექმნა ფილმში "ქარწაღებულნი". გარდა სილამაზისა, მსახიობი განთქმული იყო რთული ხასიათითა და დეპრესიით. ამის მიუხედავად, ბევრი რეჟისორი ოცნებობდა მასთან თანამშრომლობაზე. თუმცა, მსახიობის ფილმოგრაფიაში მხოლოდ 21, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისათვის საყვარელი და დასამახსოვრებელი ფილმებია. მათ შორის: "ანა კარენინა", "ტრამვაი სახელად სურვილი", "ლედი ჰამილტონი" და სხვა. ვივიენ ლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზი გახდა.

 

ოდრი ჰეპბერნი

 

ერთ დროს ოდრი ოქროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ელეგანტური, ლამაზი და კაშკაშა ვარსკვლავი იყო. მას ეძახდნენ საუკეთესო მსახიობს ამერიკული კინოს ისტორიაში და მსოფლიოში უამრავი მამაკაცი მზად იყო, მისთვის თავი გაეწირა. ოდრის საოცრად მაღალი ჰონორარი ჰქონდა. მთელი თავისი სილამაზითა და აშკარა ნიჭით მან უარყო თავისი დროის სტერეოტიპი მსახიობებზე, რადგან ძალიან განათლებული იყო, იცოდა ექვსი ენა და უყვარდა ლიტერატურა. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ჰეპბერნმა ითამაშა 32 ფილმში: "რომაული არდადეგები", "საუზმე ტიფანისთან", "ჩემი მშვენიერი ლედი", "ომი და მშვიდობა", "როგორ მოვიპაროთ მილიონი" და ა.შ. ოდრი 63 წლის ასაკში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა.

 

მერილინ მონრო

 

მერილინს ჯერ კიდევ თაყვანს სცემენ, უწერენ ლექსებსა და სიმღერებს, მასზე იღებენ დოკუმენტურ და ბიოგრაფიულ ფილმებს, მის გამოსახულებას იყენებენ რეკლამებში, სტილის გამეორებას ცდილობენ და ფრაზებს ინსპირაციისთვის იყენებენ. მერილინმა რთული ბავშვობა გამოიაა, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა და უფრო მიზანდასახული გახადა. მსახიობის მონაწილეობით ფილმები დღემდე უყვართ და ახსოვთ. მან კარიერის განმავლობაში მხოლოდ 28 ფილმში ითამაშა, მაგრამ სამუდამოდ დაამახსოვრა ადამიანებს თავი. სამწუხაროდ, მერლინის სიცოცხლე 36 წლის ასაკში დასრულდა. ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სახლში იპოვეს და სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად საძილე აბების გადაჭარბებული დოზა დაასახელეს.

 

ავა გარდნერი

 

 

 

ავა XX საუკუნის 40-50-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც ქალღმერთს ადარებდნენ. იგი სიმკაცრესა და სიღარიბეში გაიზარდა, მაგრამ 16 წლის ასაკში დაიღალა ამ მდგომარეობით, ჩაალაგა თავისი ნივთები, სახლიდან წავიდა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. თავიდან ავას კარიერა კინოში არც ისე წარმატებული იყო და ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა, სანამ რობერტ სიოდმაკმა არ გადაიღო "მკვლელებში". სწორედ აქ ელოდა მას წარმატება! კარიერის განმავლობაში ავამ 49 ფილმში ითამაშა, წარმატების პიკი კი ფილმებში "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა", "ანგელოზი წითელში", "ლურჯი ჩიტი" და სხვა. მისი პირადი ცხოვრებაც სულ აინტერესებდათ თაყვანისმცემლებს. დროდადრო ვრცელდებოდა ჭორები მის არატრადიციულ ორიენტაციაზეც. გარდნერმა სიცოცხლის ბოლო წლები ლონდონში გაატარა, სადაც 64 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა.

 

მარლენ დიტრიხი

 

უნიკალური მსახიობი, რომელიც მისაბაძი გახდა და მსოფლიოს მრავალი საოცარი როლი და სიმღერა აჩუქა. მარლენი არის იდუმალი ლეგენდა, რომლის შესახებაც ასზე მეტი წიგნია დაწერილი და რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა კინოზე, მოდაზე, ქალის ცნობიერებასა და სილამაზეზე. მარლენის ფილმოგრაფია 54 ფილმს მოიცავს. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი მამაკაცის პროდიუსერ რუდოლფ ზიბერის ერთგული იყო. მარლენი თავისი ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში განცალკევებულ ცხოვრებას ეწეოდა, ნუგეშს ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში პოულობდა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აძლევდა მონახულების შესაძლებლობას. მსახიობი 90 წლის ასაკში პარიზში, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი