logo_geo
რა ემართება ორგანიზმს, როცა წყალს ჭარბი რაოდენობით სვამთ - საყურადღებო ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ
- +

21 აპრილი. 2022. 00:17

 

 

წარმოვიდგინოთ, რომ გარკვეულ მომენტში დაუჯერეთ ხშირ მოწოდებას, რომ რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიოთ. ამიტომაც, იყიდეთ 5 ლიტრი წყალი, დაიდგით ოფისში, შესაბამისი შეხსენება ტელეფონშიც დააყენეთ და დღის განმავლობაში ჭარბი რაოდენობით დალიეთ. დარწმუნებული ხართ, რომ "მეტის დალევა" ნამდვილად სწორი დამოკიდებულებაა? ფაქტია, რომ დღეში ორ ლიტრამდე სითხე საკმარისია ჯანმრთელი ადამიანისთვის და ზოგჯერ ამ რაოდენობის გაზრდა რეალურად სარისკო საქმეა.

ბევრი წყლის დალევა ყოველთვის სასარგებლო არ არის

 

გადაჭარბებული ჰიდრატაციის რთული ფორმა, რომელსაც სამედიცინო ენაზე ჰიპონატრიემიას უწოდებენ, წყლით ინტოქსიკაციას ან წყლით მოწამვლას გულისხმობს, იშვიათია და ჩვეულებრივ თან ახლავს თირკმელების ქრონიკულ დაავადებას, ტიპი 2 დიაბეტსა და გულის უკმარისობას. ასეთი შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიშია და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ადამიანების უმეტესობა ახერხებს თავიდან აიცილოს ჯანმრთელობის მსგავსი გართულებები.

 

სპეციალისტების თქმით, ყოველ თხუთმეტ წუთში უნდა დალიოთ მინიმუმ ორი-სამი ლიტრი წყალი, რომ იცოდეთ, რა არის წყლით მოწამვლა. ბევრი წყლის დალევა ისეთივე არაჯანსაღია, როგორც ცოტას მიღების შემთხვევაში, თუმცა წყურვილის გადაჭარბებულიმოთხოვნის უკან შესაძლოა სხვადასხვა სერიოზული დაავადება იმალებოდეს, ამიტომაც ჯობს, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

 

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ დღის განმავლობაში?

 

არა ექსტრემალურ სიტუაციებში არ უნდა აიძულოთ თავი, დალიოთ წყალი, თუ არ გწყურიათ. "ამ საკითხში უმჯობესია ენდოთ სხეულს, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს რა რაოდენობის წყალი გჭირდებათ", - ამბობენ სპეციალისტები. თუ სითხის დღიური რაოდენობა არ შეესაბამება თქვენი ორგანიზმის საჭიროებებს, ეს შეიძლება გამოვლინდეს უსიამოვნო სიმპტომებით. გახშირებული შარდვა, შეშუპება, ოფლიანობა, თავის ტკივილი და კონცენტრაციის პრობლემები ზედმეტი ჰიდრატაციის ნიშნები შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, თავის ტკივილი და ყურადღების დეფიციტი დეჰიდრატაციის შემთხვევაშიც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ თუ 5 ლიტრი წყალი ძალით დალიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირიქით, გადაჭარბებული რაოდენობით მიიღეთ.

"არ არსებობს წყლის ყოველდღიური მოხმარების ერთიანი ნორმა, ამ დასკვნამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორი წლის წინ მივიდა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ცხოვრების წესზე, კვების კულტურაზე და სხვა რიგ ფაქტორებზე. უმეტესობა ჩვენგანი წარმატებით ახერხებს დღეში ერთიდან ორ ლიტრამდე სითხის მიღებას", - ამბობს ექსპერტი.

 

ამავე დროს გავიხსენოთ პოპულარული აზრი, რომ თბილი (ან ცხელი) წყალი კარგია ნაწლავებისთვის. სპეციალისტების აზრით, ეს მხოლოდ მითია და ადამიანებს მცდარი შეხედულება აქვთ.

 

 

big_banner
არქივი