logo_geo
8 ყველაზე მოდური ნივთი, რომლის გარეშეც 2022 წლის ზაფხული წარმოუდგენელია - იდეები თქვენი გარდერობისთვის
- +

21 აპრილი. 2022. 00:44

 

 

ამ სიაში თითოეული ნივთი ნამდვილი კლასიკაა, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. ასევე, გათვალისწინებულია ახალი ტენდენციებიც. ამიტომაც, შეამოწმეთ თქვენი გარდერობი ჩვენი სიის მიხედვით და წადით საყიდლებზე:

 

თეთრი მაისური

 

უბრალო თეთრი მაისური უკვე გამოცხადდა მომავალი შემოდგომის ტრენდად. მაგრამ, რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, მით უმეტეს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მისი ტარება ყველაზე კომფორტული იქნება? ყველამ ვიცით, რომ ის შესანიშნავად უხდება ჯინსებს, მაგრამ სცადეთ და ჩაიცვით კლასიკურ შარვლებთანაც. აღმოაჩენთ, რომ იდეალურად უხდება.

 

ლოფერები

კლასიკური ლოფერები სწორედ ის ფეხსაცმელია, რომელიც რაც შეიძლება დიდხანს გაგიძლებთ. ის თითქმის ყველაფერს უხდება და არასოდეს გადადის მოდიდან. შეეცადეთ აირჩიოთ სადა ვარიანტი, მინიმალური დეკორით.

 

"მამაკაცის" პიჯაკი

კიდევ ერთი აუცილებელი რამ, რაც გამოგადგებათ არა მხოლოდ მომავალ ზაფხულში, არამედ სხვა დროსაც, დიდი ზომის პიჯაკია, რომელიც ერთნაირად კარგად უხდება ჯინსს, კლასიკურ შარვალსა თუ ელეგანტურ კაბას.

 

ოვერსაიზ პერანგი

 

 

თეთრი პერანგი კიდევ ერთი კლასიკაა და საინტერესო იმიჯს გიქმნით. მთავარია სწორი ჭრის და ხარისხიანი მასალის შერჩევა.

 

ფეხსაცმელი პატარა ქუსლზე

ზოგიერთი სიტუაცია და ლუქი ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას მოითხოვს. მაგრამ, თუ თქვენ არ გიყვართ განსაკუთრებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შედარებით დაბალ ვარიანტს მიანიჭეთ უპირატესობა. ის დახვეწილი, ელეგანტური და რაც მთავარია, კომფორტულია.

 

აბრეშუმის კაბა

 

 

ვიქტორია ბექჰემის ბოლოდროინდელმა გამოჩენამ უფროსი ვაჟის ქორწილში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგად მორგებული აბრეშუმის, სრიალა კაბა ყოველთვის კარგი იდეაა. ის არასოდეს გადავა მოდიდან და ნამდვილ ვარსკვლავად გაქცევთ.

 

სწორი ჯინსი

კარგად მორგებული სწორი ჯინსი თქვენს გარდერობში შეუცვლელი ელემენტია. ის ყოველთვის დაგეხმარებათ, თუ არ იცით, რა ჩაიცვათ. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი კლასიკაა და მოდიდან კიდევ დიდხანს არ გადავა.

 

ტევადი ჩანთა

 

 

თუ ძალიან პატარა ჩანთების ტენდენციით დაიღალეთ, გირჩევთ, უპირატესობა ტევად ვარიანტს მიანიჭოთ. კარგი ჩანთა უნდა მოერგოს ყველაფერს, რაც გჭირდებათ - წყლის ბოთლიდან დაწყებული, სხვა საჭირო ნივთებით დამთავრებული. ბოლოს და ბოლოს, არასოდეს იცით, რა სიტუაციაში აღმოჩნდებით დღის განმავლობაში.

 

 

big_banner
არქივი