logo_geo
ალეკ ბოლდუინის საქმეზე ნიუ-მექსიკოს შტატმა საპროდიუსერო კომპანიას Rust Production LLC 138 793 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა
- +

22 აპრილი. 2022. 01:57

 

 

ალეკ ბოლდუინის საქმეზე ნიუ-მექსიკოს შტატმა, საპროდიუსერო კომპანიას Rust Production LLC 138 793 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. შტატის წარმომადგენლის განმარტებით ეს მაქსიმალური ჯარიმაა, რომლითაც აღნიშნულ საქმეზე დაკისრება შეუძლია ნიუ-მექსიკოს მთავრობას.

 

 

"საქმე გვაქვს არაეფექტურ მენეჯმენტთან. საპროდიუსერო კომპანიას, რომ გაეთვალისწინებინა არსებული უსაფრთხოების ნორმები, არ მოხდებოდა გასროლა, რომელსაც ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის გარდაცვალება და რეჟისორ ჯოელ სოუზას დაჭრა მოჰყვა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მაქსიმალური ოდენობით დავაჯარიმოთ საპროდიუსერო კომპანია"-ამბობს ჯეიმს კენი, ნიუ-მექსიკოს გარემოს დაცვის დეპარტამენტის მდივანი.

შეგახსენებთ, ვესტერნის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი ქალი ჰალინა ჰატჩინსი გარდაიცვალა.

 

ალეკ ბოლდუნი თავის ბრალეულობას ფაქტთან მიმართებით არ აღიარებს რადგან არ იცოდა რომ იარაღი დატენილი იყო, ტუმცა იმასაც განიხილავენ, რატომ გაუჩნდა მას დამიზნების სურვილი, რის შედეგადაც რეჟისორი დაიჭრა და შემდეგი ტყვია ოპერატორს ჰალინას მოხვდა.

„ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. არასდროს არავისკენ მივმართავდი იარაღს და ჩახმახს არ გამოვკრავდი, არასოდეს“- განაცხადა ბოლდუინმა ABC-სთან ინტერვიუში.

 

 

big_banner
არქივი