logo_geo
ვიოლეტ ჯესოპის დაუჯერებელი ისტორია - ქალი, რომელიც „ტიტანიკის“ და კიდევ სხვა ორი ხომალდის ჩაძირვას გადაურჩა
- +

22 აპრილი. 2022. 23:43

 

 

ვიოლეტ ჯესოპის ფენომენი აღაფრთოვანებს მკვლევარებს მთელ მსოფლიოში. ეს გოგონა, ალბათობის თეორიის ყველა კანონის თანახმად, უნდა მომკვდარიყო და თანაც არაერთხელ. სამაგიეროდ, ის გადაურჩა დაავადებებს, სიღარიბეს, შიმშილს და ოკეანის ხომალდების ჩაძირვასაც კი.

 

როდესაც ვიოლეტ კონსტანს ჯესოპი დაიბადა, ექიმებმა მისი სიცოცხლე მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფასეს. ექვსი თვე იყო მაქსიმუმი, რისი იმედიც მის მშობლებს, ირლანდიელ ემიგრანტებს, უილიამ ჯესოპსა და კეტრინ კელის უნდა ჰქონოდათ. ვაიოლეტი იყო მეცხრე შვილი ღარიბ ოჯახში, სადაც მალევე დაავადდა ტუბერკულოზით. ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობა და "დასვენება" მისი მშობლების შესაძლებლობებს აღემატებოდა და ისინი შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ ვიოლეტი უნდა მომკვდარიყო. მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, ეს გოგონა არ აპირებდა სიცოცხლესთან დამშვიდობებას. გავიდა ერთი თვე, მეორე თვე და ერთი წელი. ექიმთან მორიგი სტუმრობისას კი კაცმა მხრები აიჩეჩა და თქვა, რომ როგორღაც ვაიოლეტმა გამოჯანმრთელება მოახერხა და სწორედ აქედან დაიწყო მისი უცნაური ცხოვრების გზაც.

 

ვიოლეტის მამამ შიმშილობის გამო დატოვა ირლანდია. იმედოვნებდა, რომ არგენტინაში გაუმართლებდა და შეძლებდა მრავალშვილიანი ოჯახი უზრუნველეყო ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით.

 

ერთადერთი, რაც იცოდა და კარგად გამოსდიოდა, საქონლის მოვლა და მოშენება იყო. მაგრამ იმ დროს მისნაირი ბევრი ემიგრანტი არსებობდა და ამიტომ უილიამ ჯესოპი იღებდა ნებისმიერ სამუშაოს, რისი საშუალებაც ჰქონდა. ხშირად უჩინარდებოდა დღეების განმავლობაში და პრაქტიკულად არაფერს ჭამდა. ვიოლეტი 16 წლისაც არ იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. კეტრინმა ჩანთები ჩაალაგა და ბოლო ფულით ინგლისში დასაბრუნებელი ბილეთები იყიდა.

ცხრა შვილის დედამ იმ დროს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვები პანსიონატებში დატოვა. მართალია, პანსიონისთვის საჭიროა თანხის გადახდა, მაგრამ მონასტრების საგანმანათლებლო დაწესებულებები იმ დროს საფასურს არ მოითხოვდნენ. ასე რომ, ახალგაზრდა ვიოლეტი და მისი დები მონასტერში დასახლდნენ.

 

ჭკვიანი, ჩქარი, მშვიდი და მორჩილი ვიოლეტი იყო პირველი, რომელმაც მაშინვე მოხიბლა მონაზვნები. გოგონას არ ეშინოდა მუშაობის, სწავლობდა მარტივად და სხვებსაც ეხმარებოდა.

 

ამ პერიოდში გემებს სჭირდებოდათ ეკიპაჟის ახალი წევრები. კეტრინს გაახსენდა, რომ 10 შვილი ჰყავდა და როდესაც რადიოში ამ შეთავაზების შესახებ მოისმინა, არც დაფიქრებულა. 365 დღის ოკეანის ზედაპირზე გატარება მისთვის უფრო უკეთ ჟღერდა, ვიდრე შიმშილით სიკვდილი.

 

 

big_banner
არქივი