logo_geo
ნაცრისფერი და ლაიმისფერი - 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე მოდური კომბინაცია
- +

25 აპრილი. 2022. 22:18

 

 

რაც არ უნდა სწრაფად შეიცვალოს მოდური ფერების პალიტრა ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში, მასში ერთი ფერი მაინც უცვლელი რჩება. მწვანეზე ვსაუბრობთ, რომელიც გასულ გაზაფხული-ზაფხული სეზონზე დიზაინერებისა და ქუჩის სტილის მოყვარულების ფავორიტი იყო. Bottega Veneta-ს საფირმო ზურმუხტისფერმა მოდაში ნათელი ფერების ტენდენცია დააბრუნა და სერიოზული კონკურენცია გაუწია ნეიტრალურ ჩრდილებს. და მაინც, ახალ სეზონზე წინა პლანზე წამოვიდა მწვანე კიდევ უფრო ნათელი და გაჯერებული ჩრდილებით. თითქმის ყველა მოდის სახლი Jacquemus და Valentino-დან Givenchy Stella McCartney-მდე ეფექტურად იყენებს აღნიშნულ ფერს, რომელიც ენერგიითა და სიცოცხლით აგავსებთ.

 

 

მწვანეს ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის თითქმის ყველა ფერს უხდება. თუმცა, თუ გსურთ, რომ სწორედ მასზე გააკეთოთ აქცენტი, მაშინ ნეიტრალურ ფერთან კომბინაციაში უნდა გამოიყენოთ და ისე მოირგოთ. განსაკუთრებით ეფექტურად და ჰარმონიულად ნეონის მწვანე ნაცრისფერთანაა შერწყმული და ამ სეზონზე აქტუალური იქნება. მსგავსი კომბინაციის მორგება ყოველდღიურ სტილშიც შეგიძლიათ და განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაც. შესაძლოა, ნაცრისფერი ტოტალ-ლუქი მოირგოთ და მწანე აქსესუარად გამოიყენოთ ან კიდევ ტანსაცმელში გადაანაწილოთ საინტერესოდ ისე, რომ ჰარმონიული ლუქი შექმნათ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი