logo_geo
დაამატეთ კურკუმა წყალს ამით თქვენს ორგანიზმს საგრძნობლად გააჯანსაღებთ
- +

30 აპრილი. 2022. 22:35

 

 

კურკუმა, ანუ ყვითელი იმბირი ბალახოვანი მცენარეა. მისი ფესვი გამოიყენება როგორ სანელებელი, საღებავი, ან წამალი. კურკუმა ყველა ინდური სანელებლის შემადგენელია, ის მრავალ სამკურნალო თვისებას ფლობს.არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათხელებს სისხლს რაც პანდემიის პერიოდში უმნიშვნელოვანესია.

 

ჩვენი კულინარული ტრადიციები რადგან არ გვაძლევს საშუალებას საჭმელში გამოვიყენოთ საკმარისი რაოდენობის კურკუმა, რათა შევძლოთ საკუთარ თავზე შევაფასოთ ყველა მისი სამკურნალო თვისება. სწორედ ამიტომ, უფრო მარტივია, კურკუმის სასმელის სახით გამოყენება ან ნებისმიერ საკვებს, სალათს და კერძებს ცოტაოდენი კურკიმაც შეგვიძლია მოვაყაროთ, მთავარია ორგანიზმში ხშირად მოხვდეს ეს არაჩვეულებრივი მცენარე.

 

უზმოზე ჩვეულებრივი წყლის დალევაც კი სასარგებლოა. ხოლო კურკუმის უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო, მისი ნარევის მიღება, ბევრად ეფეტური იქნება. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და შედეგად წონის კლებას.

 

კურკუმას ჩაის სახითაც არაჩვეულბრივია.მის მოსამზადებლად ერთ ჭიქა ცხელ წყალში ყრიან ერთ ჩაის კოვზ კურკუმას და ამატებენ თაფლს ლიმონთან ერთად.

 

მიუხედავად ამდენი სარგებლისა, კურკუმას უკუჩვენებებიც აქვს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან თირკმელების სხვადასხვა დაავადების დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

 

ინგრედიენტები:

 

ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა

 

ერთი ჭიქა თბილი წყალი

 

ერთი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი

 

ერთი მწიკვი შავი პილპილი

 

ჩაყარეთ კურკუმა წყალში, დაამატეთ კარაქი და პილპილი და აურიეთ. მისი მიღება სჯობს უზმოზე.

 

 

big_banner
არქივი