logo_geo
უმა თურმანის თავის მოვლის საიდუმლოებები
- +

1 მაისი. 2022. 00:29

 

 

უმა თურმანი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი და კაშკაშა მსახიობი, გუშინ 52 წლის გახდა. მან გაგვიზიარა თუ როგორ ახერხებსმ რომ საოცრად გამოიყურება და არასოდეს კარგავს ოპტიმიზმს. მან ამავდროულად გაუზიარა თაყვანისმცემლებს თავისი სტილისა და სილამაზის საიდუმლოებები:

 

” გირჩევთ დალიოთ დიეტური დანამატები, მაგალთად D ვიტამინი მოღრუბლულ დღეებში და რეგულარულად ეწვიოთ სოლარიუმს. მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ რამდენიე წუთით, მეტი არა! თორემ მხოლოდ ხელოვნური რუჯით აშკარად შორს ვერ წახვალთ.

ინდონეზია, ინდოეთი… მე მიყვარს ყველა სახის პროცედურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სადაც არ უნდა აღმოვჩნდე - გასტროლებზე თუ შვებულებაში - ყოველთვის ვცდი რაღაც განსაკუთრებულს იმ ქვეყანაში, რომელშიც მოვხვდი.

 

„ყველაფრის დავიწყებასა და დასვენებაში მეხმარება ზღვის მარილით აბაზანა. თბილ წყალში „ჩავვარდები“ და ყველა პრობლემა თითქოს ქრება.

 

„ყველა მოგზაურობაზე თან მიმაქვს დამატენიანებელს და ბალიში -არა სპეციალური თვითმფრინავისთვის, არამედ სრული ზომის, ჩვეულებრივი, ასე უფრო მოსახერხებელია - მაშინვე თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. მაგრამ ამ ჩვევას აქვს ერთი მინუსი - ბალიშის ჩიხოლები თითქმის არ დამრჩა: თვითმფრინავებში ყველაფერი მეკარგება!

მე მინიმალისტი ვარ, როცა საქმე ეხება მაკიაჟს: მაკიაჟის ჩანთაში ყოველთვის მაქვს ტუში და მკვებავი ტუჩსაცხი. სხვათა შორის, პომადა თითქმის ყოველთვის პრიალა მირჩევნია. აქვს კომფორტული მსუბუქი ტექსტურა. და ყოველთვის ვგრძნობ ტუჩებზე პომადის არსებობას. ცხელ ქვეყნებში ამ მარტივ კომპლექტს ემატება მზისგან დამცავი კრემი მაღალი SPF ფაქტორით. კანს მცირე ასაკიდან სჭირდება დაცვა.

 

„ადრე თმას ხშირად ვიღებავდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ჩემი გამეზარდა. ახლა, როგორც არასდროს, მინდა ვგავდე საკუთარ თავს. დამეთანხმებით, ახალგაზრდობაში ხშირად და სრულიად ამაოდ ვართ უკმაყოფილო ჩვენი გარეგნობით. მშვენიერია, რომ ასაკთან ერთად, ბევრი რამ გადაჭარბებული გეჩვენება და თქვენ შეგიძლიათ უფრო მოდუნებული იყო. ჩემს ოჯახში არასოდეს აფასებდნენ გარეგნობას - ჩემმა მშობლებმა ჩამინერგეს ბუდისტური შეხედულება ცხოვრების შესახებ.

 

 

big_banner
არქივი