logo_geo
საბედისწერო შეხვედრები და წარმატებული საქმეები - როგორი კვირა ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
- +

2 მაისი. 2022. 23:44

 

 

მიმდინარე კვირას ორ დაბნელებას შორის ვიქნებით და საოცარ დროს გავატარებთ. სამხრეთის კვანძი მორიელში იქნება - ეს ხელს შეუწყობს სესხების დახურვის ან ბიზნესის განვითარების სურვილს, ასევე, დავალიანების დაფარვას. ჩრდილოეთის კვანძი კუროს მიჰყვება. ამ დროს გაჩნდება კითხვები ფულთან, შემოსავალთან და, ზოგადად, ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მორიელებს რაღაცის დათმობა, კარმული შეცდომების გამოსწორება მოუწევთ. კურო კი იგრძნობს, რომ ენერგიის მომარაგება სჭირდება. უფრო კონკრეტულად, მოგიყვებით, რა ელის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელს მიმდინარე კვირის განმავლობაში:

 

ვერძი

 

დაიწყეთ მნიშვნელოვანი იდეების განხორციელება. ახლა თქვენთვის ძალიან საყურადღებოა ცხოვრების ფინანსური მხარეც და პოზიტიური განწყობით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ. მეგობრებთან ერთად მხიარული თავგადასავალი გელით და ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება თქვენთვის.

 

კურო

 

ეს აქტიური პერიოდია, რომელმაც შეიძლება ფინანსების დაკარგვა გამოიწვიოს - იყავით უკიდურესად ფრთხილად მატერიალურ საკითხებში. საქმიანი თვალსაზრისით, თქვენ იქნებით მეგობრული და კოლეგიალური. წარმატება გელოდებათ მოგზაურობებში - უმჯობესია, უქმეებზე სხვა ქალაქში წახვიდეთ. დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

 

ტყუპები

 

მიმდინარე კვირაში კრეატიული ენერგიით აივსებით – თქვენი ემოციები ოდნავ განსხვავებულად იმუშავებს, რისი წყალობითაც შეგიძლიათ შექმნათ ისეთი განსხვავებული და ორიგინალური რამ, რასაც ჩვეულებრივ ვერ შექმნიდით.

 

კირჩხიბი

 

არასასურველია რაიმე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ბიზნესის დაგეგმვა, მაგალითად, მშენებლობის ან რემონტის დაწყება. შეიძლება გაღიზიანდეთ ისეთ წვრილმანებზე, რომლებსაც ჩვეულებრივ ყურადღებას არ მიაქცევდით. მოაწყვეთ მშვიდი დასვენების დრო, მეტი ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან.

 

 

 

ლომი

 

თქვენი წამოწყების წარმატებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, უბრალოდ მოითმინეთ და დაელოდეთ ივნისის დასაწყისს. იმისთვის, რომ ოჯახში მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს, ფინანსური საკითხების თვალსაზრისით ყველაფერი წინასწარ კარგად დაგეგმეთ.

 

ქალწული

 

როდესაც ყველა სიახლის მიმართ ზედმეტად კრიტიკულად ხართ განწყობილი, შესაძლოა, ხელიდან გაუშვათ მეგობრებთან ერთად საინტერესო მოგზაურობა. არ არის დრო, რომ თავი დავანებოთ საქმეს, რომელსაც სიამოვნება არ მოაქვს და შვებულებაში წავიდეთ? ნაკლები სკეპტიციზმი, მეტი რწმენა!

 

სასწორი

 

თუ არ შეგეშინდებათ და საყვარელი ადამიანების რჩევით ახალ ტერიტორიაზე შეაბიჯებთ, არ წააგებთ. იფიქრეთ ახალ იდეებზე და მათი განხორციელების გზებზე. სიყვარულთან ერთად კი ახალი მწვერვალების დაპყრობა გაგიადვილდებათ.

 

მორიელი

 

კომპეტენტური ადამიანების აზრის მოსმენა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ რაიმე ბიზნესში ინვესტირებას გირჩევენ, მაშინ უმჯობესია უარი თქვათ ახლავე. ზაფხული გაჩვენებთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. კვირის ბოლოს შესაძლოა ახლობლებმა ნეგატიური ინფორმაციით შეგაწუხონ.

 

მშვილდოსანი

 

მაისის დასაწყისისთვის თქვენი გეგმები უფრო ნათელი გახდება და გაირკვევა, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში და რას შეიძლება დაელოდოთ. ეცადეთ, დროებით შეამციროთ თქვენი ამბიციები, დაისვენეთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, წადით ზღვაზე.

 

თხის რქა

 

სანამ არ შეეგუებით იმ ფაქტს, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს ოცნებებში დახატული იდეალისგან განსხვავდება, უამრავი კამათი და კონფლიქტი გელით. ირწმუნეთ საკუთარი თავისა და სიყვარულის.

 

მერწყული

 

მაისი სისრულის განცდას მოგცემთ. პრობლემები, რომელთა აღმოფხვრასაც წლის დასაწყისიდან ცდილობდით, მოგვარდება. კარგია ეს თუ ცუდი, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ შეგიძლიათ დაისვენოთ - გამოიყენეთ ეს ძვირფასი დრო მაქსიმალურად, ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.

 

თევზები

 

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი შეუძლია კომპრომისის ნახვა. თუმცა, ნუ ეცდებით იდეების უგულებელყოფას. გადადგით ნაბიჯი ახალი გამოწვევებისკენ და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების.

 

 

big_banner
არქივი