logo_geo
"ძმები კენედები რიგრიგობით ხვდებოდნენ მერილინ მონროს, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა" - დოკუმენტური ფილმი მერილინ მონროს საიდუმლოს შესახებ
- +

5 მაისი. 2022. 20:43

 

 

აპრილის ბოლოს Netflix-ზე შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა "მერილინ მონროს საიდუმლო, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები"(The Mystery of Marilyn Monroe: The Unheard Tapes), რომელიც ფანტავს იმ მითებს, რომელიც დღემდე ტრიალებს ამერიკის კერპის გარშემო, მათ შორის:

”ეს არ იყო თვითმკვლელობა! ის მოკლეს FBI-ს აგენტებმა,

"ის მოწამლეს პრეზიდენტ კენედისთან რომანის გამო"

 

„არა! ის მოკლეს პრეზიდენტის ძმასთან რობერტ კენედისთან რომანის გამო!"

”ის მოიშორეს, იმიტომ რომ კომუნისტი იყო!”

რა მოხდა სინამდვილეში?

ფილმის ცენტრშია მერილინის ურთიერთობაა ძმებ ჯონ და რობერტ კენედებთან. 1960-იანი წლების დასაწყისში, ერთი იყო პრეზიდენტი, მეორე - აშშ-ს გენერალური პროკურორი და ორივე მორიგეობით ხვდებოდა მონროს.

რომანტიკული პაემნები მალიბუში, კენედის სიძის, მსახიობ პიტერ ლოუფორდის სანაპირო სახლში ხდებოდა, სადაც FBI-ის აგენტებს მოსასმენი მოწყობილობა ჰქონდათ დამონტაჟებული.

სპეცსამსახურებს ეშინოდათ, რომ მონროს, რომელსაც მემარცხენე შეხედულებები ჰქონდა, რამეს წამოაყრანტალებდა კომუნისტ მეგობრებთან, რომლებიც კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს მხარდამჭერები იყვნენ, მათ შორის აშშ-ს ბირთვული გეგმის დეტალებს, რომელიც ხშირად განიხილებოდა კენედის ოკეანესპირა სახლში. "ცივი ომის" ყველაზე დაძაბულ მომენტში FBI-ს არაფრით შეეძლო ამის დაშვება.

 

 

მაგრამ იყო თუ არა შეთქმულება? ჰოლივუდის ვარსკვლავს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ, რამაც საბოლოოდ გაუფუჭა ურთიერთობა ძლიერ და ძალაუფლებიან მამაკაცებთან.

რომანმა ხან ერთ ძმასთან, შემდეგ მეორესთან განაპირობა ის, რომ მონრო თავს გრძნობდა როგორც ხორცის ნაჭერი, რომელიც გაცვალეს ძმებმა კენედებმა ყოველგვარი გრძნობების გათვალისწინების გარეშე.

 

 

საათნახევრიან ფილმში ყველაზე საინტერესო მონროს საზოგადოებასთან ურთიერთობის აგენტის ქვრივის მოგონებებია. მისი თქმით, მსახიობის გარდაცვალების ღამეს, მისი მეუღლე არტურ ჯეიკობსი სასწრაფოდ გამოიძახეს მსახიობის სახლში, დაახლოებით ღამის 23 საათის შემდეგ.

"რაღაც ცუდი მოხდა", - იხსენებს ნატალი ჯეიკობსი.

აქ ჩნდება კითხვა: რა მოხდა საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე მერილინის სახლში?

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ისინი ღამით მივიდნენ მონროს სახლში. ის ცოცხალი იყო, მაგრამ უგონო მდგომარეობაში. ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მერილინ გზაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი ცხედარი ისევ სახლში დააბრუნეს.

იგივე ვერსია ჟურნალისტ ჯონ შერლოკს პირად საუბარში დაუდასტურა ფსიქიატრმა რალფ გრინსენმა. ამ დროს ის სასწრაფო დახმარების მანქანაში მონროსთან ერთად იმყოფებოდა.

ფილმის მთავარი მთხრობელი, ირლანდიელი ჟურნალისტი ენტონი სამერსი ასკვნის, რომ მონროს სიკვდილი არ იყო ძალადობრივი. მსახიობმა მართლაც თავი მოიკლა. მაგრამ რატომ დაიმალეს მისი გარდაცვალების გარემოებები? ფაქტია, რომ უკანასკნელი ადამიანი, რომელიც მან სიკვდილამდე ნახა, იყო პრეზიდენტ რობერტ კენედის უმცროსი ძმა.

ის ლოს-ანჯელესში გაფრინდა მერილინის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე. კერძო დეტექტივების რიდ უილსონისა და ფრედ ოტაშის თქმით, ბობი მონროს ელოდა სანაპიროზე, მაგრამ ის აღარ მივიდა, გაბრაზებული იყო. იმ დროისთვის ბობისადმი ძველი სიყვარული გაქრა, მის ადგილზე გაჩნდა სიძულვილი ძმების მიმართ, რომლებიც მას უბრალოდ იყენებდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი