logo_geo
მომხიბვლელი ფერმერი: მილა იოვოვიჩმა საკუთარ აგარაკზე მოყვანილი მოსავალი გვიჩვენა
- +

5 მაისი. 2022. 22:46

 

 

 

მსახიობ მილა იოვოვიჩს უყვარს ქალაქგარეთ გასვლა. მან საკუთარ სახლში მინი-აგარაკი მოიწყო, სადაც მოჰყავს ბოსტნეული და კენკრა. როგორც ჩანს, მცენარეების მიმართ სიყვარული მას დედისგან, გალინა იოვოვიჩისგან გამოჰყვა, რომელიც აშში 1980 წელს ემიგრირდა.

 

 

მოდელმა და ჰოლივუდის ვარსკვლავმა მისი პირველი მოსავალი 2018 წელს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მოდისგან დასვენება და მოსავლის ფოტოების გამოქვეყნება მომინდა. ძალიან ვარ აღელვებული, რადგან ბაღში ჩემი პირველი საზამთრო მოვწყვიტე, თუმცა ჯერ არ გამისინჯავს. ვფიცავ, ყაბაყი ისე სწრაფად იზრდება, რომ ალბათ, მათ შეგროვებას ვერც კი მოვასწრებ, ვიდრე „მონსტრებად“ არ იქცევიან“ - წერს მილა იოვოვიჩი.

 

 

მისი თქმით პირველ მოსავალში ასევე შევიდა ხახვი, კიტრი და პომიდორი.

როგორც ჰოლივუდის მსახიობი გამოტყდა, მისი 11 წლის და 4 წლის ქალიშვილები, ევერი და დეშელი ბაღში ხშირად დაჰყვებიან. გოგონებს განსაკუთრებულად უყვართ მილასთან ერთად მოსავლის აღება.

 

 

big_banner
არქივი