გასულ თვეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდი ხნის შემდეგ პირველად შეხვდნენ დედოფალ ელისაბედ II-ს. ტელეწამყვან ჰოდა კოტბოისთან ახალ ინტერვიუში სასექსის ჰერცოგმა აღიარა, რომ ბებიის ნახვა გაუხარდა, რადგან მათ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. თუმცა, სამეფო ინსაიდერები სხვაგვარად ფიქრობენ.
წყაროს ცნობით, პრინცი ჰარი არასოდეს ყოფილა ელისაბედ II-ის საყვარელი შვილიშვილი. ხოლო, სასახლიდან წასვლის შემდეგ კი მათი ურთიერთობა გაუარესდა. "მას აღარ შეუძლია დედოფალთან სპეციალური სტატუსის შესახებ პრეტენზია გამოხატოს. პრინცი ჰარი ბებიასთან იდეალურ ურთიერთობაზე ტყუილს იგონებს." - თქვა ინსაიდერმა Daily Mail-თან საუბრისას.
წყარომ აღნიშნა, რომ მის უდიდებულესობას სხვა რჩეული ჰყავს - პრინცესა ანას ვაჟი, პიტერ ფილიპსი. "ელისაბედ II ფიქრობს, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო გამძლეობა, რომელიც ასე ახასიათებს ანას. ის მას საიმედოდ მიიჩნევს", - დასძინა ინსაიდერმა.