logo_geo
შეცდომები რომელიც მაკიაჟის წასმისას არ უნდა დავუშვათ
- +

6 მაისი. 2022. 01:14

 

 

მაკიაჟს ქალბატონების უმეტესობა ყოველდღიურად იყენებს და სოციალურ ქსელში უამრავი ტუტორიალია, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ და უკვე პროფესიონალურ შტრიხებსაც თავს მარტივად ვართმევთ, თუმცა არიის ისეთი შემთხვევებიც როდესაც ქალბატონებს არ ფლობენ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც სწორ მაკია“ჟთან არის დაკავშირებული. ალბათ დამეთანხმებით, არასწორი მაკიაჟით რამდენად ცუდი ვიზუალის მიღებაა შესაძლებელი და ჩვენი სილამაზის გადაფარვაც კი შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ წესები რომელიც მაკიაჟის წასმისას არ უნდა დავუშვათ.

მოამზადეთ სახის კანი მაკიაჟისთვის. კარგი მაკიაჟის საწინდარი სუფთა სახის კანია. სანამ მაკიაჟს წაისვამთ, აუცილებლად ჩამოიბანეთ სახე და დაიტანეთ დამატენიანებელი.

 

 

შეარჩიეთ სწორი ქონსილერი. მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა სწორედ ზედმეტად ღია ფერის ქონსილერის გამოყენებაა. ხშირად, როდესაც თვალის მუქი ბალიშების დაფარვა გვსურს, ვიყენებთ ზედმეტად ღია ფერის ქონსილერს, რაც სინამდვილეში, უფრო გამოკვეთს მას და მეტად დაღლილ იერს გვაძლევს. შეარჩიეთ საკუთარი კანის ფერის, ან ოდნავ ღია ქონსილერი, დაიმახსოვრეთ: ბუნებრიობა ყველაზე კარგი მაკიაჟია.

 

 

მაკიაჟის წასმისას აუცილებლად გამოიყენეთ ფუნჯი. ტონალურის თითებით გადანაწილებამ, შესაძლოა, არასასურველი შედეგი მოგვცეს. გარდა ამისა, ასეთი პრინციპი ძალიან არაჰიგიენურია. ფუნჯი დაგეხმარებათ მაკიაჟის სწორად გადანაწილებაში და უფრო მოწესრიგებულ ვიზუალს მიიღებთ.

არ გამოიყენოთ ზედმეტად ბევრი ბრონზერი. მაკიაჟის ექპერტები გვირჩევენ ვაკონტროლოთ რა რაოდენობის ბრონზერს დავიტანთ სახეზე და მიზნად მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგი დავისახოთ.

 

 

არ დავიტანოთ ზედმეტი ტუში ქვედა წამწამებზე. ალბათ, მაკიჟის ყველაზე საყვარელი ატრიბუტი ბევრისთვის ტუშია. მისი დატანა იერს მაშინვე ცვლის, თუმცა ქვედა წამწამებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 

 

ყოველთვის მოიწესრიგეთ წარბები. ამბობენ, რომ წარბები სახის „ჩარჩოა“. mათ ფორმაზეა დამოკიდებული სახის მთელი იერი. ეცადეთ, ყოველთვის მოიწესრიგოთ წარბები და დროდადრო შეასწოროთ მისი ფორმა სპეციალური გელითა თუ ჩრდილით.

არ გამოიყენოთ ზედმეტად განსხვავებული ფერების ტუჩსაცხი. ლურჯი, იასამნისფერი თუ შავი ტუჩსაცხები შესაძლოა, ტრენდული ყოფილიყო 10 წლის წინ, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. შეარჩიეთ ნაზი ფერები და შეინარჩუნეთ ბუნებრივობა.

 

 

 

 

big_banner
არქივი